კულტურა
მიხეილ გიორგაძე თურქეთის ელჩს საქართველოში, ლევენტ გემრუქჩუს შეხვდა
08 აგვისტო, 2014. 17:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენტ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და უახლოეს მომავალში საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოში თურქეთის კულტურის დღეები ოქტომბერში გაიმართება. სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, მოდების ჩვენება, ჩატარდება ჯაზ და კლასიკური მუსიკის კონცერტები.
შეხვედრას მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი და საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი სერგო კალაძე ესწრებოდნენ.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50