reportiori.ge - მამა გიორგი რაზმაძე „კაზანტიპის“ ორგანიზატორებს კატეგორიულად აფრთხილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:03
პრეს-დაიჯესტი
მამა გიორგი რაზმაძე „კაზანტიპის“ ორგანიზატორებს კატეგორიულად აფრთხილებს
ავტორი:
08 აგვისტო, 2014. 18:19


„ალიას" ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე ესაუბრა: 

 

- მამა გიორგი, თქვენ რომ დააანონსეთ, 14 აგვისტოს ანაკლიაში კაზანტიპის" აკრძალვის მოთხოვნით აქციის ჩატარებას ვაპირებთო, ამის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა, კრედიტები გამოვიტანეთ ბანკიდან, კაზანტიპი" უნდა ჩატარდეს, თორემ სესხს ვერ დავფარავთო. ასეთ ვითარებაში როგორ აპირებთ ფესტივალის ჩაშლას? 


- რა შეფასება უნდა მისცე ამ ამბავს საღად მოაზროვნე ადამიანმა? ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც, ალბათ, გონებრივი გაჭირვება აქვთ, ან კიდევ ვერ ხვდებიან, ვის შეკვეთას ასრულებენ. მე ვფიქრობ, გარკვეული წრეები, რომლებიც ამ ხალხს მართავენ, ბრბოა, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, რადგან ვინც ამ თემაზე საუბრობს ამ ფორმით, არის ბრბო, რომელსაც ელემენტარული აზროვნების უნარი არ აქვს. რა კრედიტი აქვთ აღებული, ძალიან საინტერესოა, ან ვინ მისცა მათ კრედიტი „კაზანტიპისთვის", ეს ხომ სასაცილო თემაა? 

 

- კრედიტი იმისთვის აუღიათ, რომ სახლები გაარემონტონ და ტურისტებისთვის მოამზადონ. 


- ესე იგი, საროსკიპოებს ხსნიან? და რა გამოდის, რომ მთავრობა და ბანკები ხალხს საროსკიპოების გასახსნელად ფულს უხდის? მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სუტენიორობა და პროსტიტუცია ისჯება, არც ამისთანა სახლებია დაშვებული კანონით. ამიტომ მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამაზე, კი არ უნდა მიუშვას დინებაზე. ხალხს კრედიტი კი არ უნდა მისცეს, ჭკუა უნდა ასწავლოს და აუხსნას, რომ ასეთი დანაშაული დასჯადი ქმედებაა და ვინც ასეთ საროსკიპოებს ხსნის, მისი ადგილი არც ანაკლიაშია, არც ზუგდიდშია და ციხეში კი ნამდვილადაა. სასულიერო პირის პოზიცია თუ უნდათ, შეგონებისთვის ერთ რამეს ვეტყვი ამ საცოდავ ადამიანებს, სოდომი და გომორიც ზუსტად ასე ცხოვრობდა, როგორც ეს ადამიანები აზროვნებდნენ. როცა მათთან ყოვლადწმინდა სამება ანგელოზის სახით მივიდა, გაუპატიურება მოუნდომეს. ამის გამო მოიწვა ეს ადგილი და დღემდე იწვის. რა უნდათ ახლა ამ ადამიანებს, იგივე ცოდვები გაიმეორონ და ანაკლიაც დაიწვას? თუ არ აინტერესებთ ეს ტერიტორია, ჩვენ გვაინტერესებს და თუ არ უნდათ აქ ცხოვრება, აღვირახსნილობის ქვეყნებიც არსებობს და პრობლემა არაა, იქ წავიდნენ საცხოვრებლად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ის პატარა ჯგუფი, რომელსაც ვიღაცა მართავს. 


- მაინც, ვინ? 


- ადრე ეს იყო გიორგი სიგუასნაირი ადამიანი, ახლა არ ვიცი, ვინ არის ეს. სიგუა მოხსნეს, მაგრამ ეს თემა არ დასრულებულა, აღვირახსნილობა თუ არ აკრძალა ხელისუფლებამ, ეს სიგუასნაირები სულ იქნებიან. მიუხედავად პატრიარქის თხოვნისა და სინოდის შეგონებისა, დუმან ეს ადამიანები და იმედია, ეყოფათ ვაჟკაცობა, ასეთი გახრწნილობა არ დაუშვან ქვეყანაში. მე მათ ვპირდები, რომ ჩავალ ანაკლიაში და ვეტყვი, რომ მათი ადგილი საქართველოში არაა. ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ჯგუფმა წამოყო თავი, რომელზეც უნდა იფიქროს მთავრობამ. ეს როგორ შეიძლება? გაუგონარი რამეები ხდება? გამოდიან იმ ტელევიზიით, რომელზეც რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავაზე სპექტაკლი დაიდგა. მერე სააკაშვილზე აპირებდნენ სპექტაკლის დადგმას და მას ის ადამიანები უყურებენ მხოლოდ, ვინც მათსავით აზროვნებენ. 


- თქვენ ვისაც უკავშირდებით ადგილზე, იქ რა განწყობაა? 


- ნახევარი საათის წინ მქონდა ზუგდიდელებთან საუბარი და მითხრეს, ფეხზე ვდგავართ მთელი სამეგრელოო. ყველა ჩვენს პოზიციას იზიარებს იმ ადამიანების გამოკლებით, ვინც ტელევიზიაში საქონლებივით გამოყარეს და სისულელეები აფრქვიეს. მე მგონი, სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამათი საქმეებით, რომ ეს ხალხი საროსკიპოებს აკეთებენ და განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ. რაში სჭირდება ხალხს ამდენი საროსკიპო? 


- მუქარაც დაიწყეს სასულიერო პირების მისამართით, თუ ჩამოვლენ თავებს დავუხეთქავთ, რა მათი საქმეა ფესტივალი, ეკლესიას მიხედონო. 


- აი, ერთს გეტყვით ახლა, უგულავა რამდენიმეჯერ იყო მისული პატრიარქთან, რომ დავეჭირეთ. ახლა ვინ ზის ციხეში, იმასაც ვხედავთ. ასეთი უზნეო ადამიანების მუქარის არავის ეშინია. თუ ვინმე რამის გამკეთებელია, ის არ იმუქრება, ქმედებაზე გადადის. ასეთი დამმუქრებელი ბევრი გვინახავს ჩვენ. ჩვენ განვმარტეთ და ვთქვით, რომ ეს არ არის მუსიკალური შოუ, ეს არის აღვირახსნილობა და კარგად გაარკვიოს ამ ხალხმა. თუ შოუ აღვირახსნილობაზე გავა, ის რა ფესტივალია? ამ საკითხს არანაირი ჯანსაღი დამოკიდებულება არ აქვს არც მუსიკასთან, არც ხელოვნებასთან, არც ტურიზმთან. ასეთი ხალხი მთავრობაში სუტენიორია, დანარჩენი კი - შემსრულებლები, რომლებიც საკუთარ სახლებს საროსკიპოებად აქცევენ. ამ ხალხს შვილები ეზრდებათ, დრო რომ გავა და მათ ეტყვიან, მე შენს სახლში ვიყავი და ვმრუშობდიო, ადვილი წარმოსადგენია ადამიანისთვის? ზნეობრივად სწორად მოაზროვნე ადამიანმა ეს როგორ უნდა დაუშვას? ჩვენ, სასულიერო პირები, ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ? როცა გაუჭირდებათ, თანადგომა რომ სჭირდებათ და წესის აგება, ვის აკითხავენ? როცა ცოდვით დაღლილი ადამიანები მოდიან, ვისგან იღებენ ნუგეშს? მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, ვინც არც ეკლესიაში დადიან, არც ზნეობა და ქვეყანა აღელვებთ, ფულზე დახარბებული უზნეო ადამიანები არიან, რომელთაც კარგად შეეფერებათ რუსული სიტყვა „უროდები". მუქარა თავისი ცოდვებისკენ მიმართონ და საკუთარ თავს გაუბრაზდნენ, თორემ მაგით ვერ შემაშინებენ. 


- დიდი ალბათობით იქნება პროვოკაციები, დაპირისპირებაც. როგორ აპირებთ ამ ტალღის შეჩერებას? 


- ამ შემთხვევაში მთავრობას უნდა ეყოს გონიერება, რომ ამ ზომამდე არ მივიდეს საქმე და ფესტივალი არ ჩატარდეს, მაგრამ თუ საქმე აქამდე მივა, პირდაპირ ვამბობ, ეს იქნება პრემიერ-მინისტრის ბრალი. მას შეეძლო, ერთი სიტყვით გადაეწყვიტა ყველაფერი და არ აკეთებს ამას. მას შეუძლია, მშვიდობიან მხარეს გადაიყვანოს ყველაფერი და ამით დასრულდება. ეს კრედიტები თუ მართლა აღებული აქვთ ამ საცოდავ ადამიანებს, დაუბრუნონ უკან და იმ ხალხს კიდევ, თუ სახლის გარემონტება უნდათ, არ არის აუცილებელი, საროსკიპოებად გააკეთონ. 


- გამოჩნდნენ ცნობილი სახეები, არასამთავრობოები, რომელთაც კაზანტიპის" დაცვა დაიწყეს, ეს, ალბათ, შემთხვევითი არაა... 


- ერთ მათგანზე, კოკა ყანდიაშვილზე მოგახსენებთ, საინტერესოა მისი შეხედულებები, ახლა რომ წამოყო თავი, ჯერ მისი ორიენტაციაა გასარკვევი, რა მიმართულებით არის ეს ადამიანი და რა უნდა? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მან თქვას და მერე გავცემთ პასუხს ყანდიაშვილისნაირ ადამიანებს. რა უნდა მისნაირ ადამიანს მთავრობის სამსახურში? აი, ასეთი ადამიანები ჩადიან ანაკლიაში და იმ საცოდავებს აყვირებენ. მასაც სიგუასავით მიუჩენენ თავის ადგილს, თუ ამდენს იხტუნავებს. 
არასამთავრობოები კი ცალკე თემაა, რისთვის ემზადებიან და რა შეკვეთას ასრულებენ, ეს გასარკვევია. რა უნდა ამ ხალხს? 


- ხელისუფლება რატომ დუმს, ეშინია, რომელიმე მხარის პოზიცია გაახმოვანოს? 


- ეს ხალხი ორმაგი სტანდარტით აზროვნებს და მოქმედებს. შენთან შენია, იმასთან - იმისი. ნამუსიც არ აწუხებთ, რომ რამე თქვან და ამ დუმილის გამო ხდება ყველაფერი. ვურჩევდი მათ, თავიანთი აზრი ჩამოყალიბებულად თქვან. ან უნდა იდგე მარჯვნივ, ან მარცხნივ, შუა არ გამოვა, არა! შუაში არავის უვლია, ასეთი რამ არ გაგონილა. შუაში მყოფი ადამიანი ფონს ვერასდროს გავა. მათი პოზიციაც მალე გამოჩნდება, აკრძალავენ თუ არა ურჯულოებას. თუ არადა, თავის თავს დააბრალონ. 


- ეს ხომ არ იქნება კიდევ ერთი საბაბი და მოტივაცია, რომ შემოდგომაზე აქციებმა მეტი მასშტაბები მიიღოს? 


- არ გამოვიტირეთ ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი, სინოდმა მიმართა პარლამენტს მისი გამოთხოვის შესახებ, ეს იცით. რას დავგეგმავთ, ყველაფერი ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული. თუ ეს ხელისუფლება „ნაციონალებივით" მოიქცევა, როგორ დაამთავრებენ, ყველა ხვდება და ვაითუ, „ნაციონალებზე" უარესად დაამთავრონ. 


- მრევლი დაბნეულია, ამ პროტესტში ჩანს მხოლოდ 5-6 აქტიური მამაო. რატომ არ გაქვთ სოლიდარობა, ერთეულებზე რატომ გადადის ამ პრობლემების სიმძიმე? 


- თავიდანვე ასე იყო. ჩრდილში დგომა ადვილი საქმეა და მერე იტყვიან, ჩვენც იქ ვიყავითო. მივმართავ ამ სასულიერო პირებს, ღმერთი მოგკითხავთ, რას აკეთებდით, როცა ქვეყანას თქვენი სიტყვა სჭირდებოდა, რას მოუწოდებდით მრევლს? ასე, რომ, ნუ დაუჯერებენ არასამთავრობოებს, რომლებიც ამბობენ, რომ სასულიერო პირი ეკლესიიდან არ უნდა გამოვიდეს და პოზიცია არ უნდა ჰქონდეს. თუ მათ დაუჯერებენ, ცუდად დაასრულებენ. თუ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, მრევლიც არ იქნება დაბნეული. რაც შეეხება მრევლს, ბევრ სასულიერო პირზე საღად აზროვნებს. ის არ არის ბრბო, ის არის ეკლესიის სინდისი. საქართველოს ეკლესიაში იყო პერიოდი, როცა სასულიერო პირები ურევდნენ და მრევლს გადაურჩენია ეკლესია. ზოგს ჰგონია, მოძღვარი რასაც ეუბნება მრევლს, იმას აკეთებს, ასე არაა. მრევლი განათლებულია, კარგად ესმით სჯულის კანონი და ზნეობაც. ზოგი ისე ცხოვრობს, მე ვნატრობ ისე ცხოვრებას. მრევლი ასეთი ადვილად მართვადი ხალხი არაა, როგორც საცოდავ ყანდიაშვილს ჰგონია. მოვა დრო, ჩასვამენ მაგას ტომარაში და თავის ადგილს მიუჩენენ. თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცუდად არ დაამთავროს მოღვაწეობა, გაფრთხილდეს! 


ჟანა ასანიძე 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016