reportiori.ge - გია ყანჩელი იუბილარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:46
კულტურა
გია ყანჩელი იუბილარია
10 აგვისტო, 2014. 14:38



ქართველ კომპოზიტორ, საქართველოს სახალხო არტისტი  გია ყანჩელი  დღეს იუბილარია.  გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.

1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

 

გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიციას შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება  6 სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 .);  "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 .); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ა.შ.

 კომპოზიტორი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.  

 

დიდ კომპოზიტორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუბილეს ულოცავს, მილოცვას „რეპორტიორიც“  უერთდება და ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტს ჯანმრთელობას, შემოქმედებით მრავალფეროვნებას უსურვებს.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს დიდ მუსიკოსს დაბადების დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მომავალ წარმატებებს უსურვებს!“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016