ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი დღეს იუბილარია. გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.
1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიციას შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება 6 სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 წ.); "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ა.შ.
კომპოზიტორი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.
დიდ კომპოზიტორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იუბილეს ულოცავს, მილოცვას „რეპორტიორიც“ უერთდება და ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტს ჯანმრთელობას, შემოქმედებით მრავალფეროვნებას უსურვებს.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს დიდ მუსიკოსს დაბადების დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მომავალ წარმატებებს უსურვებს!“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.