reportiori.ge - ბუტა რობაქიძის საქმეში ორი ახალი ფიგურა გამოიკვეთა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:10
პრეს-დაიჯესტი
ბუტა რობაქიძის საქმეში ორი ახალი ფიგურა გამოიკვეთა!
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 12:32


რა სქემა გააცნეს პროკურატურაში სოსო რობაქიძეს?

„ამ სქემაში იკვეთება ორი ისეთი პიროვნება, რომელთა მონაწილეობის შესახებ მეც კი არ ვიცოდი აქამდე... ჩვენი ოჯახისთვისაც სიურპრიზი იყო"

 

როგორც ირკვევა, პროკურატურას გახმაურებული საქმეების გამოძიების ახალი ტაქტიკა აქვს შემუშავებული. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი ბაჩო ახალაიას წაუყენეს, ეს მაშინ როცა დანაშაულის უშუალო შემრსულებლები გაცილებით ადრე გაასამართლეს. ითქვა, რომ პროკურატურამ საქმე ორ ეტაპად გაყო - პირველი შემსრულებლებს შეეხებოდათ, მეორე ეტაპი კი იმდროინდელ მაღალჩინოსნებს მოიცავდა.

 

როგორც ჩანს, პროკურატურას დაახლოებით ასეთი ტაქტიკა აქვს ბუტა რობაქიძის საქმეზეც. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ორგანოს ბუტას მამა, სოსო რობაქიძე სტუმრობდა, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დეტალური სქემა გააცნეს. ამ შემთხვევაშიც სქემა ორ ეტაპს მოიცავს - შემრსულებლებსა და მაღალჩინოსნებს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ საქმეში ახალი ფიგურები გამოიკვეთნენ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.


ამ ინტერვიუდან ჩვენი მკითხველი, ასევე შეიტყობს: რას აპირებს სოსო რობაქიძე, თუ წლის ბოლომდე მისი შვილის მკვლელობის საქმე საბოლოოდ არ გაიხსნება? რატომ ემუქრება ირაკლი ოქროუაშვილს პარტიული ოფისის დარბევით და კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს?

 

 

„პრაიმტაიმი" ამ თემებზე სოსო რობაქიძეს ესაუბრა:

 


- პროკურატურაში ნამდვილად გახლდით მისული. კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან მკაცრად გამაფრთხილეს, რომ დეტალებზე არ მესაუბრა. თუმცა გეტყვი, რომ სქემა არის გაკეთებული. ამ სქემაში იკვეთება ორი ისეთი პიროვნება, რომელთა მონაწილეობის შესახებ მეც კი არ ვიცოდი აქამდე. ეს გვარები ფიგურირებს ამ სქემაში.

 

 

- ანუ ახალი ფიგურები გაჩდნენ ბუტას საქმეში?

 

 

- დიახ, ეს მეც არ ვიცოდი და სიურპრიზი იყო ჩვენი ოჯახისთვისაც.

 

 

- და რა სქემაზე საუბრობთ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?

 

 

- ანუ დეტალურადაა გაწერილი პირთა წრე და საგამოძიებო მოქმედებები. საქმე ორად არის გაყოფილი, უშუალო შემსრულებლები და მაღალჩინოსნები. სადღაც სექტემბრიდან დაიწყებენ უკვე ამ საქმეს.

 

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „სამართლიანობის აღდგენის" მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავთ?

 

 

- დიახ, ასეთი რამ დაიბეჭდა პრესაში, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მითქვამს. მე გამოვეხმაურე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ყველა გახმაურებული საქმე ღირსეულად იქნება გამოძიებული. სწორედ ამის შემდეგ ვთქვი, რომ, თუ წლის ბოლომდე მართლაც ასე არ მოხდება, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს მთავრობა. როგორ შეიძლება ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ ადამიანები, რომლებმაც ერს გენოციდი მოუწყვეს, ქუჩაში ჩახოცეს, ქონება წაართვეს და რა ვიცი კიდევ, რა მოთვლის მათ დანაშაულებს. უნდათ თუ არ უნდათ, თუ მთავრობა სამართლიანობას არ აღადგენს, ამას გააკეთებს ხალხი. უკვე შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ წლის ბოლომდე მართლაც არ მოხდება ამ ხალხის დასჯა. დაიწყება ის, რაც 2007 წლის 2 ნოებმერს დაიწყო. ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგება ის ხალხი, ვინც წლების მანძილზე დაზარალდა. უნდა დაისაჯოს ადეიშვილი, დაკითხონ სააკაშვილი და იმ რეჟიმის მეთაურები. თუ ეს არ მოხდება, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.


- თქვით, სააკაშვილი უნდა დაიკითხოსო, თუმცა შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ერთხელ უკვე დაიბარა ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე... გამოქვეყნდა იმ საქმეების სიაც, რომლის ირგვლივაც გამოძიებას კითხვები ჰქონდა სააკაშვილთან, თუმცა ამ სიაში ბუტა რობაქიძის საქმე არ ფიგურირებდა...

 

 

- მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხელისუფლება თავიდანვე პრიორიტეტად აცხადებდა ოთხ საქმეს: გირგვლიანი, რობაქიძე, ციხე და „იმედის" საქმეები. ყველა ამ დანაშაულის სათავეში იდგა სააკაშვილი. ის იყო რეჟიმის შემქმნელი და მან უთხრა პოლიციელებს, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთო. თუ ვინმემ პროკურატურიდან რობაქიძის საქმე პრიორიტეტებში არ შეიყვანა, უკაცრავად და, ძალიან „მიუქარავს". ასე რომ, საპროტესტო აქციები აუცილებლად იქნება, თუ წლის ბოლომდე სამართლიანობა არ აღდგება.

 

 

- კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ იმ პირთა წრე, რომელსაც თქვენ ადანაშაულებთ?

 

 

- ბუტას საქმეში გარეულია ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ღვინიაშვილი, ასევე, სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია და არაფერი იღონა. პრემიები, სახლები და მანქანები ჩამოურიგეს მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუტას მკვლელობაში. მაგალითად, მაიზერ ლიპარტელიანს აჩუქეს ბინა. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ოქრუაშვილი, რომელიც გახლდათ შს მინისტრი. თუმცა მისი დასჯის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან ეს კაცი გაათეთრეს. გამომძიებელ მიქაბაძეს პირდაპირ უწერია ჩვენებაში, რომ ის იმყოფებოდა ადეიშვილისა და ოქრუაშვილის წნეხის ქვეშ. მინდა ოქრუაშვილთან დაკავშირებით თქვენი მეშვეობით გავაკეთო ერთი განცხადება: მან პოლიტიკაში შემოდგა ფეხი, ამჯერად გორშია და ცდილობს, ძველი ცოდვები ჩამოირეცხოს. ძალიან მალე ვაპირებ ოქრუაშვილის ოფისში მისვლას, მაინტერესებს გორელების აზრი და გეფიცებით ყველაფერს, თუ არ მივუნგრიო ის ოფისი. ეს იქნება ძალიან მალე.

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016