reportiori.ge - ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2014 წლის ბოლოს ინფლაცია 4%-ს მიაღწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:23
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2014 წლის ბოლოს ინფლაცია 4%-ს მიაღწევს
13 აგვისტო, 2014. 19:46


როგორც ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, ინფლაციის 5%-იანი სამიზნე მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდება.


"ივლისში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ს ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, რაშიც მთავარი წვლილი ადგილობრივ მოთხოვნაზე მოდიოდა.


რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, იგი კვლავ შესუსტებული რჩება, რაზეც ივლისში საქონლის ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საგარეო მოთხოვნა რისკ-ფაქტორად რჩება და შემდგომი შემცირების შემთხვევაში კლების მიმართულებით იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016