reportiori.ge - ე.წ. მოსიარულე ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში გაემგზავრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:00
კულტურა
ე.წ. მოსიარულე ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში გაემგზავრა
ავტორი:
14 აგვისტო, 2014. 14:13


საგანმანათლებლო პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" - ფარგლებში დღეს ე.წ. მოსიარულე ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში გაემგზავრა. 


"პალიტრა L"-ის მარკენტინგის მენეჯერმა, სოფო საყევარაშვილმა განაცხადა, დღეს პროექტს 100-მდე დასახელების წიგნი გადაეცა. 


"
შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა მკითხველის გემოვნება და ასაკიც. ამ წიგნებს შორის არის, როგორც ენციკლოპედია, ისე ხმოვანი წიგნებიც. ეს არ იქნება ერთჯერადი პარტნიორობა. ჩვენ ვართ პროექტის სრული პარტნიორები და ვეცდებით, რომ მივაწოდოთ წიგნები ყველა ეტაპზე", - აღნიშნა სოფო საყევარაშვილმა. 


პროექტი "სტუდენტური ერთობის" ინიციატივით დაიწყო. ორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა რაჟონიას თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. 


"
ამჯერად გეზი ავიღეთ კახეთისკენ. ჩვენი პროექტის ფარგლებში გურიაში უკვე ჩავიტანეთ წიგნები. მადლობა ყველა მხარდამჭერს. იმედია, ხალხის აქტიურობა გაიზრდება", - აღნიშნა "სტუდენტური ერთობის" თავმჯდომარემ. 


პროექტის ფარგლებში წიგნებით მომარაგდება სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები.


პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა. 




 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016