reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში - 14 აგვისტო, 2014 წელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:02
პრეს-დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში - 14 აგვისტო, 2014 წელი
ავტორი:
14 აგვისტო, 2014. 15:38


„კომერსანტი" (რუსეთი), 14 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2544465

 

 

მიხეილ სააკაშვილი ხარჯებში დაადანაშაულეს: ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო სახსრებს პირადი საჭიროებისათვის იყენებდა

 

 

სტატია ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკასშილის მიმართ წაყენებულ ახალ, მესამე ბრალდებას, რომელიც დაცვის სახელმწიფო სამსახურის საიდუმლო ფონდის მეშვეობით სახელმწიფო ფინანსების უკანონო ხარჯვაში გამოიხატება (ავტორი გიორგი დვალი).



            პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის ხარჯები, რომლითაც პირადად მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლა 2009-2012 წლებში. ამასთან დაკავშირებით ციტირებულია პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებაც. აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტს ამ ბრალდებით 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.







„ნოვიე იზვესტია" (რუსეთი), 14 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.newizv.ru/world/2014-08-14/206258-sem-pidzhakov-i-kashemirovoe-palto.html

 

 

შვიდი პიჯაკი და ქაშმირის პალტო: ექს-პრეზიდენტი სახაზინო ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულეს

 

 

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახაზინო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი ირინე ალექსიძე).

ვრცელ პუბლიკაციაში მთლიანადაა ციტირებული როგორც მთავარი პროკურა-ტურის განცხადება, აგრეთვე ამ სამართალდამცველი უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელშიც დეტალურადაა ჩამოთვლილი ექს-პრეზიდენტის პირადი საჭიროებისა-თვის გაწეული ხარჯები...

სტატიაში ყურადღება აქვს დათ-მობილი აგრეთვე ოპოზიციის, ანუ მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა კომენტა-რებს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. მაგალითად, დეპუტატმა ირმა ნადირა-შვილმა მოითხოვა ასევე გამოქვეყნდეს დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიერ გაწეული ხარჯები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ანუ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ: „მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოქვეყ-ნდება ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ხარჯები, ისინი არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში". პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ახალი ბრალდებების გამოქვეყნება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ხელისუფლებას თავისი წარუმატებელი პოლიტიკის გამო სურს მოსახლეობის ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს".






 „მოსკოვსკი კომსომოლეცი" (რუსეთი), 14 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://mk.kn.md/articles/2014/08/13/filat-boitsya-povtorit-sudbu-saakashvili.html

 

 

ვლადიმერ ფილატი შიშობს, რომ შეიძლება მან მიხეილ სააკაშვილის ბედი გაიზიაროს

სტატია ეხება მოლდოვას პოლიტიკურ ელიტაში შექმნილ ვითარებას, კერძოდ, ქვეყნის  მმართველი ალიანსის „ევროპული ინტეგრაციისათვის" საქმიანობას (ავტორი ევგენი გოლშა).


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „2009 წლის ივლისში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია ჩამოყალიბდა ოთხი პარტიის შემადგენლობით. ახლა კი, როცა  მორიგი საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და შესაძლებელია „ევროპული ინტეგრაციის" ხელისუფლება შეიცვალოს, ალიანსის ყოფილი, ასევე დღევანდელ წევრები შიშობენ, რომ მათ ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევთ. ეს ეხება არა იმდენად განუხორციელებელ დაპირებებს, არამედ ჩადენილ შეცდომებსა და კანონდარღვევებს, მათ შორის ხელისუფლების უზურპაციას, კორუფციულ ქმედებებს და მრავალ სხვა ბრალდებას, რომლებიც, სხვათა შორის, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომაც არავის არ გაკვირვებია მოლდოვას ექს-პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ ფილატის (2010-2013 წლებში) განცხადება თავისი ქართველი მეგობრის მიხეილ სააკაშვილის დასაცავად, რომლის წინააღმდეგ სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:


„მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადააქცია, ხოლო მის მიერ გაბედულად გატარებული რეფორმები მოლდოვასათვის სამაგალითოა. ის ბრალდებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს წაუყენა, ევროპულ იდეალებს ეწინააღმდეგება. სასამართლო სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად", - საჯაროდ ქადაგებს ვლადიმერ ფილატი.


მაინც რამ შეაშფოთა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი? იმან ხომ არა, რომ მას 2009 წლის 7 აპრილს გამართული მიტინგის ულმობლად დარბევის გამო პასუხის-მგებლობა მოუწევს? გამორიცხული არაა, რომ მოლდოვას ექს-პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბედი იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც თავისი - მას, უბრალოდ, პრეცედენტისა ეშინია, რომლის საფუძველზე მას ბრალდებებს წაუყენებენ. სხვათა შორის, ახლა ბევრი ყოფილმა გამოიღვიძა და თავს უცოდველ კრავებად ასაღებენ...".






„რადიო თავისუფლება//სვობოდა - უკრაინული სამსახური" (აშშ), 14 აგვისტო, 2014 წელი

http://www.radiosvoboda.org/content/article/26529329.html

 

 

უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრს მიხეილ ეჟელს პატიმრობა ემუქრება: „საქართველოს რომ „ბუკი" მიჰყიდე, სად წავიდა ის ფული?"

 

 

            „უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ამჟამად კი ბელარუსში უკრაინის ელჩს ბრალდება წაუყენა, რომელიც უკრაინის არმიის დასუსტებასა და სხვა უკანონო ქმედებებში გამოიხატება", - იუწყება რადიო „თავისუფლების" უკრაინული სამსახური.



            გენპროკურორ ვიტალი იარემას განცხადებით, „ჩვენ სისხლის სამართლის საქმე აღვძარით, რომლის მიზანია გამოვიკვლიოთ, თუ რატომ მივიდა უკრაინის არმია იმ მდგომარეობამდე, როგორშიც ახლა იმყოფება. ეს ამბები დაიწყო ჯერ კიდევ 2005 წლიდან 2013 წლამდე გრძელდებოდა, როცა ფაქტიურად განადგურდა ზურგის ინფრასტრუქტურა, დაიშალა რიგი ქვედანაყოფები, როცა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა „ბუკი" მივყიდეთ, ხოლო იქიდან მიღებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში არ შესულა".

გენპროკურორის აზრით, ამ ქმედებებში პასუხი უნდა მოეთხოვოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს მიხეილ ეჟელს, რომელიც სამხედრო უწყების ხელმძღვანელად ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დანიშნა.





როგორც რუსული სააგენტო „რეგნუმი" იტყობინება, მიხეილ ეჟელი, რომელიც მინისტრობიდან 2012 წლის ბოლოს გადადგა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ბელარუსში უკრაინის ელჩად დანიშნა, თუმცა ახლადგამომცხვარმა დიპლომატმა პრეზიდენტის ზრუნვა არ დააფასა: როგორც კი „მაიდნელები" ხელისუფლებაში მოვიდნენ, მან მინსკში ბრიფინგი გამართა და ახალი ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა, ყირიმიდან კი რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვა.











(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016