reportiori.ge - „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ მოსკოვში ქართველი ჟურნალისტების პრეს-ტურს აწყობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:43
მედია
„რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ მოსკოვში ქართველი ჟურნალისტების პრეს-ტურს აწყობს
ავტორი:
15 აგვისტო, 2014. 12:12


2014 წლის 22-27 სექტემბერს „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი"ქართველი ჟურნალისტებისათვის მოსკოვში  პრეს-ტურს გაუწევს   ორგანიზებას.



როგორც   „ჯორჯიან პრესს" პროექტის ერთ-ერთმა კორდინატორმა ნატა წერეთელმა აცნობა, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება რუსეთის და საქართველოს საგარეო ურთიერთობების საკითხების მნიშვნელოვანი ასპექტები და რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემები განიხილონ.



შეხვედრები იგეგმება გამოჩენილ რუს საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ცნობილ ჟურნალისტებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ორმხრივი ურთიერთობების პრობლემების შემსწავლელ კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.



პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები მოინახულებენ რუსული მედიის უმსხვილეს კომპანიებს და კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტებს.



პრეს-ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-35 წლამდე ჟურნალისტებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც მუშაობენ ბეჭდვით ორგანოებში, რადიოებსა და ტელევიზიებში, აგრეთვე ინტერნეტ გამოცემებში.



პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს სრულად ფარავს ორგანიზატორი.



პრეს-ტურის სამუშაო ენა არის რუსული



ელექტრონული განაცხადი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ გააგზავნოთ 2014 წლის 20 აგვისტომდე.



პროექტის კოორდინატორები: მარია ლიამცევა და ნატალია წერეთელი (iirgeo@hotmail.com)





 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016