2014 წლის 22-27 სექტემბერს „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი"ქართველი ჟურნალისტებისათვის მოსკოვში პრეს-ტურს გაუწევს ორგანიზებას.
როგორც „ჯორჯიან პრესს" პროექტის ერთ-ერთმა კორდინატორმა ნატა წერეთელმა აცნობა, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება რუსეთის და საქართველოს საგარეო ურთიერთობების საკითხების მნიშვნელოვანი ასპექტები და რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემები განიხილონ.
შეხვედრები იგეგმება გამოჩენილ რუს საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ცნობილ ჟურნალისტებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ორმხრივი ურთიერთობების პრობლემების შემსწავლელ კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.
პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები მოინახულებენ რუსული მედიის უმსხვილეს კომპანიებს და კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტებს.
პრეს-ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-35 წლამდე ჟურნალისტებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც მუშაობენ ბეჭდვით ორგანოებში, რადიოებსა და ტელევიზიებში, აგრეთვე ინტერნეტ გამოცემებში.
პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს სრულად ფარავს ორგანიზატორი.
პრეს-ტურის სამუშაო ენა არის რუსული
ელექტრონული განაცხადი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ გააგზავნოთ 2014 წლის 20 აგვისტომდე.
პროექტის კოორდინატორები: მარია ლიამცევა და ნატალია წერეთელი (iirgeo@hotmail.com)
(მოამზადა ანა ნოდიამ)