reportiori.ge - ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:00
კულტურა
ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ავტორი:
15 აგვისტო, 2014. 15:04


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით  შავლიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეებმა ილია დარჩიაშვილმა და თორნიკე თორაძემ,  ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს.  მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.



 სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას  არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი დაესწრო.  



პროექტის ფარგლებში  რეაბილიტაცია ჩაუტარდება  კვარცხლბეკს,  მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე  ტერიტორია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და  მისი ღირებულება 544997,95 ლარია.  საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად  განხორციელება პრიორიტეტული საკითხია.  აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს  შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. 



მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა, თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა. შესაბამისად , სრულად იქნება  დაცული ყველა ის პარამეტრი ,რომელიც რეაბილიტაციის  სრულფასოვნად და მაღალი ხარისხით განხორციელებას უზრუნველყოფს. 



ფონდის დაკვეთით   საპროექტომ ილია ჭავჭავაძის  ძეგლის  რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი უკვე შეიმუშავა.  საპროექტო  კომპანიას პროექტირებისთვის  75 დღიანი  ვადა  ჰქონდა, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 4 თვიანი ვადაა განსაზღვრული.    პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უკვე შეათანხმა.  პროექტი  4 თვეში დასრულდება.



აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთი აქცია არის ჩატარებული.  თუმცა, ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ საკითხის  მნიშვნელობიდან  გამომდინარე  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა პროექტის განხორციელება.   2 თვის განმავლობაში საპროექტო კომპანიამ იმუშავა ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე. ახლა კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რომლის შედეგადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.



 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016