კულტურა
ბერლინში კულტურის დღეები მიმდინარეობს
15 აგვისტო, 2014. 18:55
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბერლინში კულტურის დღეები მიმდინარეობს. ბერლინში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა.
მაყურებელს ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "გრძელი ნათელი დღეები" წარუდგინეს.
დასასრულს მაყურებელს საშუალება ჰქონდა აგრეთვე დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და დაეთვალიერებინა ბერლინში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ზაზა თუშმალიშვილის ნამუშევრები.
ბერლინში, საქართველოს კულტურის დღეებს აქტიურად ეხმაურება გერმანული პრესა. კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებების შესახებ სტატიები დაიბეჭდა გამოცემებში: Berliner Zeitung , Berliner Abendblatt , Neues Deutschland , Tip Berlin, Märkische Oderzeitung.
ქართული კულტურის დღეები 31 ივლისს გაიხსნა და ოქტომბრის ბოლომდე გასტანს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50