reportiori.ge - გურამ გირგვლიანი: დიახ, სანდროს მკვლელობის დამკვეთი იყო თაკო სალაყაია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:24
მთავარი თემა
გურამ გირგვლიანი: დიახ, სანდროს მკვლელობის დამკვეთი იყო თაკო სალაყაია!
ავტორი: ანა ნოდია
15 აგვისტო, 2014. 19:04

ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი, ექსკლუზიურად „რეპორტიორთან"ოლეგ მელნიკოვის სკანდალურ ჩვენებაზე საუბრობს.


- უკვე 8 წელიდაწია ამაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ვიცოდით რომ დაკვეთა მოხდა და დიახ, დამკვეთი იყო თაკო სალაყაია! შემდეგ დათა ახალაია და ა.შ. მათ შეკრეს გარკვეული ჯგუფი, ვიცით რა ჯგუფიც იყო და დაავალეს პირადად ჩემი შვილის და ლევან ბუხაიძის აყვანა ოქროყანაში. დავალება მისცეს მელნიკოვს და მელნიკოვმა მიუთითა ალანიას და მის ჯგუფს, რომ ამ ორი პიროვნებისთვის „მიეხედათ". დაკვეთა მოხდა სუფრიდან და სუფრის ყველა წევრი საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა. ეს ჩემთვის ცნობილი იყო. ეს იცოდა საზოგადოებამ, ეს იცოდა ხელისუფლებამ, ეს ვიცოდით ოჯახის წევრებმა!


- უნდა დამძიმდეს მიხეილ სააკაშვილის საქმე, რადგან მისმა გვარმა გაიჟღერა ჩვენებაზე და  უნდა დადგეს თუ არა სხვა მაღალჩინოსნების საკითხი დღის წესრიგში, რომელთა გვარებიც სასამართლო დარბაზში იქნა დასახელებული? 


- ბუნებრივია! დამძიმდეს კი არა, პირდაპირ უნდა დაისაჯოს! სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ ზედა შტოდან მოყოლებული, ქვედა შტომდე ყველა იყო დამნაშავე! დამძიმდება, აბა არა? ყველა უნდა დაისაჯოს! ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე!


- რატომ დაარღვია მელნიკოვმა დუმილი?


- ჩვენ კიდევ გვაქვს პროცესები წინ, ამიტომ გამოვიყენებ დუმილის უფლებას. ამაზე არ მინდა ვისაუბრო. მე არ ვიტყვი რომ მელნიკოვი ნამუსმა შეაწუხა. რომ შეხედავ პიროვნებას სახეზე, აშკარად ჩანს რომ მკვლელია! მისი პრინციპი ასეთია: თუ მე წავალ, ყველას გავიყოლებ უკანო!

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016