reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:28
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი!
ავტორი:
15 აგვისტო, 2014. 22:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ასე აღელვებული სააკაშვილი არ უნახავს. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ასეტი თანხები არ უნდა იხარჯებოდეს პირადი მოხმარებისთვის.




„სააკაშვილი ძალიან აღელვებული ჩანდა. მე გამახსენდა აგვისტოს ომის კადრები, როცა ძალიან შეშინებული იყო. ეს იყო ერთგვარად იმ კადრების გამეორება, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რაც შეეხება მის განცხადებებს, არ ვიცი რამდენად სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ვინაიდან, თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეს არის ნორმალური, მაშინპრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლებამასაჟისტის მომსახურება და მილიონიანი ხარჯი იყოს ნორმად აღქმული. ესაა გამორიცხული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეტაპი. ყველასმოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პარლამენტისთავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა. 


ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებულირეაქცია? ისინი კი გამოდიან და კადრულობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ ეს იყო ნორმა,მსოფლიოში მიღებული პრატქიკა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016