reportiori.ge - „კომსომოლსკაია პრავდა“: მიხეილ სააკაშვილი თანაკურსელ პეტრო პოროშენკოს დახმარებით თბილისში არეულობას ამზადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:48
პრეს-დაიჯესტი
„კომსომოლსკაია პრავდა“: მიხეილ სააკაშვილი თანაკურსელ პეტრო პოროშენკოს დახმარებით თბილისში არეულობას ამზადებს
ავტორი:
15 აგვისტო, 2014. 22:20

 

„ვაშინგტონ პოსტი" (აშშ), 15 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.washingtonpost.com/world/national-security/georgias-mettle-as-us-coaltion-partner-has-honed-its-army-bolstered-nato-hopes/2014/08/13/431f192a-1bea-11e4-ab7b-696c295ddfd1_story.html

 


კოალიციის ძალებში აშშ-ის პარტნიორის როლის შესრულებამ საქართველოს თავისი არმიის სრულყოფის შესაძლებლობა მისცა და ნატოში გაწევრიანების იმედი გაუძლიერა


(შემოკლებით)



„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყისა და ავღანეთის კამპანიების მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიციის თავმოყრა დაიწყო, პატარა პოსტსაბჭოური ქვეყნის მსგავსი ენთუზიაზმი სულ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა", - წერს ერნესტო ლონდონო გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში.



„თბილისის 805 კაციანი სამხედრო ძალა ავღანეთში, უტოლდება ნატოს ისეთი წევრების კოლექტიურ ძალებს, როგორებიცა ესპანეთი (247), საფრანგეთი (177), დანია (165), ბელგია (147), პორტუგალია (66) და საბერძნეთი (10), ერთად აღებულს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პროცენტულად ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ავღანეთში ტონგაა, რომელიც ავღანეთი მისიაში 55 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი", - აღნიშნავს კორესპონდენტი.



ავღანურ კოალიციაში მონაწილე სხვადასხვა კონტინგენტებისგან განსხვავებით, საქართველოს არასდროს არ აურიდებია თავი არც ბრძოლისგან და არც ჯარისკაცების გადაყვანა მოუთხოვია ყველაზე სარისკო ადგილებიდან.



ქართველი ჩინოვნიკების საუბარში, შესაძლოა, ნაწყენი ტონი შეიმჩნევა, როცა ისინი ნატოში გაწევრიანების ბუნდოვან პერპსექტივაზე საუბრობენ და ამაში ისინი უმეტესად  გერმანიასა და საფრანგეთს ადანაშაულებენ, რომლებიც მოსკოვთან მჭიდრო კომერციულ კავშირში იმყოფებიან", - წერს ერნესტო ლონდონო, - თუმცა საერთო ჯამში მათ უმადურობას ვერ დასწამებ - ავღანურმა ომმა 4,5 მილიონიან ქვეყანას შესაძლებლობა მისცა დემორალიზებული და მწირი სამხედრო გამოცდილების მქონე ქვეყნის შეიარაღებული ძალები პროფესიულ და კონკურენტუნარიან საბრძოლო ძალად გადაქცეულიყო.



ამერიკელი სამხედრო ძალის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში ახლახან ულტრათანამედროვე სტანდარტების სამხედრო აკადემია შექმნა, რომლის სასწავლო კურსი აშშ-ს არმიის ვესტ-პოინტის ცნობილი სკოლის მოდელზეა აგებული. ამერიკელი საზღვაო ქვეითები კი თბილისის მახლობლად ავღანეთში წამსვლელ ქართულ ბატალიონებს წვრთნიან", - ნათქვამია სტატიაში.



გადამდგარმა ადმირალმა ჯეიმ სტავრიდისმა, რომელიც ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო გასულ წელს, განაცხადა, რომ საქართველომ ალიანსში შესასვლელად ფორმალური ნაბიჯი - „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა" („მაპ") დაიმსახურა, თუმცა მან აღიარა, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის სიფრთხილე ამ მიზნის მისაღწევად სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს, - აღნიშნავს ავტორი.


„არსებობს დაბრკოლება, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დიდი და აგრესიული მეზობლის მიერაა ოკუპირებული." - ამბობს სტავრიდისი, -  „ამან შესაძლოა ალიანსი იქამდე  მიიყვანოს, რომ რაღაც მომენტში მას ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს".



„ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებამ შესაძლოა საქართველოს სასარგებლოდ იმუშაოს. ეს ზრდის საქართველოს შანსებს მიიღოს მეტი აღჭურვილობა და წვრთნები", - აღნიშნავს ადმირალი. და თუ ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, ამ ფონზე გამორიცხული არაა, იქნებ შეძლოს კიდეც ვაშინგტონმა ალიანსის წევრების გადარწმუნება და საქართველო გაწევრიანების გზაზე დააყენოს", - ნათქვამია სტატიაში. „ეს იქნება მინიშნება რუსებისათვის, რომ მოსკოვი ვერ მიიღებს ხმის უფლებას იმ საკითხის გადაწყვეტაში, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - განაცხადა სტავრიდისმა.




„კრასნაია ზვეზდა" (რუსეთი), 15 აგვისტო, 2014 წელი

 


http://www.redstar.ru/index.php/component/k2/item/17933-dlinnye-ruki-mishiko

 

 

მიშიკოს გრძელი ხელები

 

 

 „გასულ კვირას მოსკოვის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის მკვლელობის თანამონაწილეებს - ერთ-ერთი იმ ქართველი გენერლისა, რომელმაც გონებაარეულ პრეზიდენტ სააკაშვილთან შერიგება არ მოისურვა", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი მატვეი კოჟუხინი).




„გარკვეული თვალსაზრისით, რომან დუმბაძე თბილისისა და ბათუმის იმ დაპირისპირების მძევალი გახდა, რომელიც 1990-იანი წლების განმავლობაში ნელა მიმდინარეობდა და რომელიც „ვარდების რევოლუციის" შემდეგ გამწვავდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ყველა ქართული ძალოვანი სტრუქტურა, რომლებიც აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე იყვნრენ დისლოცირებულნი, მართალია, ფორმალურად ცენტრს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ მაინც ანგარიშს უწევდნენ ავტონომიის ლიდერის ასლან აბაშიძის პოზიციას. ამ მხრივ გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც აჭარაში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას მეთაურობდა, გამონაკლისი არ ყოფილა", - წერს ავტორი და იხსენებს თავისი პირადი  ურთიერთობის ეპიზოდებს: „გენერალი დუმბაძე ხშირად მოდიოდა ხოლმე გონიოს სამხედრო პოლიგონზე და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მე-12 სამხედრო ბაზის წრთვნებს აკვირდებოდა ხოლმე. დიახ, მაშინ ისე ჩანდა, რომ საქართველო, რომელსაც ასეთი გენერლები ჰყავდა, ნატოს ლიანდაგზე არ გადავიდოდა და რუსეთის ერთგულ მოკავშირედ დარჩებოდა... მაგრამ დასავლელი სტრატეგები უკვე ისეთ თამაშს ეწეოდნენ, რომელმაც ეს იმედები საბოლოოდ დამარხა...".




პუბლიკაციაში გადმოცემულია ვარდების რევოლუციის" პერიოდში შექმნილი ვითარება ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის: „2004 წელს საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა „ახალგაზრდა მგელი", რომლის მზაკვრული განზრახვა მრავალჭირგამოვლილმა „მელამ" - ედუარდ შევარდნაძემაც კი დროულად ვერ გამოიცნო (შემდეგ მან ამის გამო ხალხს პატიება სთხოვა). დაიწყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი იმ ეტაპზე პოპულარულ „ნაციონალურ" ხელისუფლებასა და „აჭარის ბატონ" ასლან აბაშიძეს შორის, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე ბალანსირებდა. სწორედ მაშინ რომან დუმბაძემ, რომელიც შევარდნაძის ხელიდან მიიღო გენერლის სამხრეები და ვახტანგ გორგასლის ორდენი, უარი განაცხადა მიშიკო სააკაშვილს დამორჩილებოდა, ამით ფაქტიურად ასლან აბაშიძის მხარეზე გადავიდა. თბილისმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა... რით დასრულდებოდა ეს ისტორია, საქმეში რომ რუსეთის ბაზა ჩარეულიყო, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმ დროს, როცა საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი მიმდინარეობდა, ქართულ შიდაპო-ლიტიკურ დაპირისპირებაში ჩარევა უზრობა იქნებოდა.




ფინალი ცნობილია: თბილისმა ძალა გამოიყენა, აჭარის ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაიქცა. რომან დუმბაძესაც შეეძლო წასვლა, მაგრამ მან ეს პირადი ღირსების შეურაცხყოფად ჩათვალა. როცა იგი ქართული სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად დაა-კავეს, მისი ბრიგადა უკვე ახალი ხელისუფ-ლებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა... რომან დუმბაძემ ერთ წელზე მეტი წინასწარ პატიმრობაში გაატარა, 2006-ში კი მას „სამშობლოს ღალატის" ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანეს. 2008 წლის „ხუთდღიანი ომის" დროს გენერალი 12 ქართველ ჯარისკაცზე გადაცვალეს".




სტატიაში აღნიშნულია, რომ რომან დუმბაძე მოსკოვში ცხოვრობდა და ბიზნესით იყო დაკავებული, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თბილისში კი იგი „რუსეთის აგენტად" და „ერის გამყიდველად" შერაცხეს. გენერალი ამ ყველაფერს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თანამდებობიდან ძალის გამოყენებით, უკანონოდ გაათავისუფლეს.  „დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს უკრაინულ მოვლენებს. დასანანია, რომ უკრაინაში იქაური „გენერალი დუმბაძე" ვერ მოინახა, რომელიც მოვლენებს თავის სახელს დაარქმევდა", - წერს ავტორი და დეტალურად აღწერს 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში, რუბლიოვკაზე განხორ-ციელებული რომან დუმბაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობას.




„რომან დუმბაძის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ხელი მოსკოვსაც მოსწვდა... მის მკვლელობას საქართველოს მოქალაქე გოჩა კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ჯგუფის წევრები კი რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და თორნიკე კვირიკაშვილი იყვნენ. დამნაშავენი დაისაჯნენ...




რომან დუმბაძის მკვლელობის მოტივებზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შურისძიების შედეგი. მართლაცდა, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მოსკოვში ვინმეს სურდა დუმბაძის მკვლელობა... ცნობილია, რომ შუამავალმა, რომელმაც გოჩა კვირიკაშვილს ფული გადასცა, მიანიშნა, რომ დუმბაძის მკვლელობით სერიოზული ქართველი პოლიტიკოსები" არიან დაინტერესებულნიო. პრინციპში, ეს არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი სულ იმეორებდა, „სანამ პრეზიდენტი ვარ, ამ მოღალატეს არასდროს შევიწყალებო". თუ როგორ უსწორდებოდა მიშა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს კარგადაა ცნობილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მაგალითზე, რომელიც ვითომდა გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი აირით დაიღუპა...




რომან დუმბაძე არ მალავდა თავის სიმპათიებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და ადექვატური პოლიტიკოსის ნინო ბურჯანაძის მიმართ. არც იმას მალავდა, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა. რამდენადაც მოსკოვში გაზის გამათბობლით არ სარგებლობენ, რუბლიოვკაზე ნიღბიანი შეიარაღებული მოტოციკლეტისტები გამოჩნდნენ...", - აღნიშნულია სტატიაში.






„კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი), 15 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kp.ru/daily/26269/3147141/

 

 

მიხეილ სააკაშვილი თანაკურსელ პეტრო პოროშენკოს დახმარებით თბილისში არეულობას ამზადებს

 

 

ვლადიმერ ვოლოშინი

 

 

„საქართველოს სახალხო კრების" წევრმა ზურაბ ხუბულაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ მას აქვს ცნობები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოდიოზური გუბერნატორის იგორ კოლომოისკის შორის დადებული გარიგების შესახებ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამხობას გეგმავს.



ჩვენ საქართველოში დავრეკეთ.



- ზურაბ, საიდან გაქვთ ეს მონაცემები?

 

 

- კოლომოისკის შტაბი დღეს ნაკერებზე იხევა, იქიდან ინფორმაცია მდინარესავით მოდის. მე დამირეკეს და მითხრეს: დღის სამ საათზე სააკაშვილსა და კოლომოისკის შორის შეხვედრა გაიმართაოა. ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. შეხვედრაას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ვასაძე. იქ მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ განახორციელონ კოლომოისკის კუთვნილ „პრივატ-ბანკში" ფულის შეტანა ოფშორული ზონებიდან, სადაც თავის დროზე ნაციონალებმა გაიტანეს. ეს კოლოსალური რაოდენობის ფულია. 19 მილიარდი დოლარი! ამ ფულით „ნაციონალების" მხარდამჭერები საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზებას გეგმავენ.



- მაგრამ რატომ კონკრეტულად კოლომოისკი?

 

 

- დავიწყოთ იმით, რომ პოროშენკო და სააკაშვილი თანაკურსელები არიან, ორივემ კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლისა ფაკულტეტი დაამთავრეს. ახლა ექს-პრეზიდენტი თავის მეგობართან მრჩევლად მუშაობს. [უნივერსიტეტში] მათთან ერთად სწავლობდა აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძეც. გარდა ამისა, დღეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა იმყოფება, მაგალითად, ეკონომიკის ექს-მინისტრი კახა ბენდუქიძეც იქაური მთავრობის მრჩეველია... ხედავთ, რამდენი დამთხვევაა?



- მაინც რა სურს კონკრეტულად სააკაშვილს?

 

 

- მან გამოაცხადა საქართველოს გადარჩენის შტაბის შექმნა და ნათელია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას შეეცდება. ამისათვის საჭიროა საქართველოში დიდი ფულის შემოტანა. „ნაციონალებს" სურდათ ამ მიზნით აზერბაიჯანის საზღვარი გამოეყენებინათ, მაგრამ როცა ორი დეპუტატი მილიონი დოლარი ნაღდი ფულით დააკავეს, აშკარა გახდა, რომ ეს არხი დაიხურა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა გადაწყვიტეს იგორ კოლომოისკის კუთვნილი „პრივატ-ბანკით" ესარგებლათ. ამ ბანკს ხომ საქართველოში თითქმის 200-მდე ფილიალი აქვს! სხვათა შორის, ახლა [ფულის გადმორიცხვის წინ] ბანკის ფილიალების ხელმძღვანელებს უფრო საიმედო ხალხით ცვლიან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პოპულარულია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. მართალია, „ნაციონალებმა" ბოლო არჩევნები წააგეს, მაგრამ იქ ხმების 50 პროცენტი მაინც მოაგროვეს. სწორედ იქ გეგმავენ არეულობის მოწყობას.



- რას ნიშნავს „არეულობა'?

 

 

- „ნაციონალებთან" კავშირში მყოფი კრიმინალი დასავლეთ საქართველოში სიტუაციას დაძაბავს. ტყუილად კი არ გამოუშვა ციხიდან მიხეილ სააკაშვილმა თვაისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მრავალი მკვლელი და მანიაკი... უფრო მეტიც - ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებმაც თბილისში ოპოზიციურ მიტინგებს სისხლშით ახშობდნენ, ახლა კიევში არიან და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებიან. არეულობის მომზადებისთვის ხომ ფულია საჭირო... „ნაციონალები" გამოსვლებს შემოდგომისთვის გეგმავენ. ამ დროისთვის მათი მფარველები უკრაინის საკითხებს მოამთავრებენ და საქართველოს მოუბრუნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ ეს არ გამოუვათ - საქართველოს ახალი ხელისუფლება  დღეს ძალიან პოპულარულია ხალხში.



- მაშინ გაუგებარია, რისი იმედი აქვთ სააკაშვილის მომხრეებს?

 

 

- „ნაციონალებს" აქვთ საკმაოდ დიდი ფრაქცია პარლამენტში - დაახლოებით 50-მდე დეპუტატი, რაც მათ საშუალებას აძლევთ სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ. გარდა ამისა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება" არაერთგვაროვანია - იქ არის პროქართული პატრიოტული ბანაკი და პროდასავლური. როგორ პოზიციას დაიკავებენ პროდასავლურები, არავინ იცის. სწორედ ამიტომ მათ და სააკაშვილს ერთი პატრონი ჰყავთ.



- ვინ?

 

 

- ის, ვინ უკრაინას სინამდვილეში ხელმძღვანელობს, ვინც მიხეილ სააკაშვილი გამოზარდა...



- აშშ?

 

 

- დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ მე მხედველობაში მყავს სენატორ ჯონ მაკკეინის მსგავსი პერსონაჟები.



- კოლომოისკი დათანხმდა გარიგებაზე?

 

 

- გინდაც რომ უკვე დათანხმებული იყოს, ეს მათ ვერაფერში დაეხმარება. ახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კუთვნილი ბანკის საქმიანობას ძალიან ყურადღებით დააკვირდება.





 

 

 

 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016