reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: "თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა ამ ეტაპზე შეჩერებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:03
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: "თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა ამ ეტაპზე შეჩერებულია
18 აგვისტო, 2014. 18:32


 

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

სესიაშვილის განცხადებით, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.


 

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებასთან ერთად, პარლამენტმა მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით - გადანაწილდა ფუნქციები პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის, მათ შორის დავიწყეთ მუშაობა "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანული კანონის შესახებ. ვიდრე ამ კანონში ცვლილებებს არ შევიტანთ, "თავდაცვის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჯერ ზემდგომი კანონი - ორგანული კანონის პროექტი უნდა დამტკიცდეს, რომელიც ნაწილობრივ განსაზღვრავს და მიჯნავს ფუნქციებს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე საკომიტეტო მოსმენები და მერე ვიმსჯელებთ, ვინ რა დოკუმენტს ამტკიცებს. "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონს უნდა ესადაგებოდეს "თავდაცვის შესახებ" კანონი." - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016