reportiori.ge - მადლობა, რომ არასოდეს გახსოვდით, ბატონო მიხეილ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:07
პრეს-დაიჯესტი
მადლობა, რომ არასოდეს გახსოვდით, ბატონო მიხეილ!
ავტორი:
18 აგვისტო, 2014. 19:10


მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმა, ჩვენ ექს-პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებიან. მოკლედ სულ დაკარგეს ნამუსი, მიხეილი ჩვენი ქონების გაფლანგვას იკადრებდა?! ბოლო გამოსვლაში კაცმა თავის პირით თქვა, რომ არა მეგობრები მშიერი მოვკვდებოდიო და ასეთი ადამიანი ხალხის ფულს დახარჯავდა?! მგონია, რომ პროკურატურას რაღაც ეშლება.



თურმე, სააკაშვილს დაქირავებული ესპანელი მზარეულისთვის 191 643 ლარი გადაუხდია. აბა საქართველოში ვერ ნახა ნორმალური მზარეული, რომელიც ხინკალში ხორცს არ იპარავს, შამფურზე მხოლოდ სუკებს აცმევს, ჩიხითმას ნამდვილი, სოფლის დედლის ნახარშით აკეთებს და რა ექნა კაცს?! ადგა და ჩამოიყვანა ესპანეთიდან ის, ვინც არ იტყუებოდა, ჩვენ კიდევ გავიძახით, რატომ დახარჯაო, მაგრამ ის გვავიწყდება, რომ პრეზიდენტი მაძღარი გვყავდა


თურმე, გიგი უგულავაც სარგებლობდა ბიუჯეტის ფულით. სულო ცოდვილო, კაცს დაპატიმრება არ აკმარეთ და ახლა ცილსაც სწამებთ?! პროკურატურას თუ ვენდობით, უგულავას ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის გამაჯანსაღებელ ცენტრში 26 338 ლარი გადაუხდია (ისე, ეს კაპიკ-კაპიკ დაანგარიშება რა წესია, ბარემ ჯიბეში ჩაუძვერით ხალხს). რაც ამ კაცმა თბილისელებისთვის აკეთა, განა არ დაიმსახურა?! ეჰ, ბატონო გიგი, ხალხისთვის გეთხოვათ და ლარ-ლარი რომ დაედო ყველას, ამაზე მეტს ააგროვებდით და თქვენ ლარზე ვინ გეტყოდათ უარს, ხალხი რესტორნებს და კომპანიებს გჩუქნიდათ სიხარულით.


თურმე, მიხეილ სააკაშვილს დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს შესაძენად 49 499 ლარი გადაუხდია. ბილ გეიტსი ერთ ტრუსში იხდის ამდენს, მაგრამ ხმას რატომ არავინ იღებთ?! დაგვღუპავს ეს შერჩევითი სამართალი.


თურმე, მიხეილ სააკაშვილს ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად 53 283 ლარი გადაუხდია, სამაგიეროდ მან წუთის სიზუსტით იცოდა, მის ქვეყანაში სად და რა ხდებოდა. ერთი საათის ზუგდიდის, ერთი გორის, ერთი ხაშურის და . დროზე ქონდა გასწორებული და ყველა ქალაქის მაჯის ცემას გრძნობდა მიხეილი.


თურმე, მიხეილ სააკაშვილს მკერდითმხატვრის მერიდიტ ოსტრომის მიერ შესრულებულ ნახატში 15 989 ლარი გადაუხდია. ბედმა გაგვიღიმა, რომ პამელა ანდერსონი არ ხატავდა, თორემ მეეჭვება, პამელას ძუძუებით დახატულს ჩვენი ბიუჯეტი ჰყოფნოდა. ბატონო მიხეილ როდესაც ამ ნახატს უყურებდით მაშინაც ქართველ ხალხზე ფიქრობდით?!


კიდევ ძალიან ბევრი თურმეა, მაგრამ მე იმაზე მისკდება გული, რასაც მომავალში აეხდება ფარდა. ისე, ბატონო მიხეილ, ამ ყველაფერს როდესაც აკეთებდით, ერთხელ მაინც რომ გაგხსენებოდათ ქართველი ხალხი, შეიძლება ახლაც პრეზიდენტი ყოფილიყავით, ამიტომ გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ არასოდეს არ გახსოვდით!!!

 

 

 

 

(წყარო: კვირის პალიტრა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016