reportiori.ge - ილია II: საქართველოს გაბრწყინება დაწყებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:27
რელიგია
ილია II: საქართველოს გაბრწყინება დაწყებულია
ავტორი:
19 აგვისტო, 2014. 13:40


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში , სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვის  შემდეგ ტრადიციულად იქადაგა. უწმინდესის თქმით, საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ფერიცვალებაში.



საქართველოს პატრიარქის თქმით, სამთავროს დედათა მონასტერი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი დიდი დედები მოღვაწეობდნენ. 


"დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერიცვალება საქართველოში და დაწყებულია თუ არა ეს ფერიცვალება? მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოო გაბრწყინდება, პროცესი, ფერიცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის.


ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება, მადლი, რომელიც შეცვლის ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ბუნებას. საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ამ ფერიცვალებაში. ღმერთმა დაგლოცოლთ, გაგახაროთ, და ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული გაძლიერდეს ჩვენში", - აღნიშნა უწმინდესმა.





(მოამზადა ანა ნოდიამ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016