reportiori.ge - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იჯარის წესით გაიცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
რეგიონები
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იჯარის წესით გაიცემა
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 13:35

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, იჯარის წესით გაიცემა. განცხადება ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძემ დღეს შენობა რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და განაცხადა, რომ შენობა, სპეციალისტების შეფასებით, უნივერსიტეტისთვის შეუსაბამოა. მისივე განცხადებით, არ განიხილება აღნიშნულ შენობაში ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს განთავსების იდეა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, უკვე არსებობს რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, შენობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი ფუნქციური დატვირთვის შესახებ ერთობლივად მიიღებენ. შენობის ასაშენებლად 78 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, სამშენებლო კომპანიას მის დასასრულებლად 6-მილიონიანი ვალდებულება აქვს. თუმცა, არჩილ ხაბაძის შეფასებით, შენობის საბოლოო დასრულებისთვის დამატებით კიდევ 6 მილიონი იქნება საჭირო, რომელიც, შესაძლოა, მოიჯარე ინვესტორის ვალდებულებად განისაზღვროს ან აჭარის მთავრობამ გამოყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2012 წლის სექტემბერში გახსნa. ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებები სწორედ ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები უნდა ყოფილიყო.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016