დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე 1922 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში დაიბადა.
1943 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
1972 წლიდან გახდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.
რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".
მისი თაოსნობით თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია 1996 წელს.
მარიამ ლორთქიფანიძე არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000".
1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
„რეპორტიორის" შემოქმედებითი გუნდი ქალბატონ მარიამს ულოცავს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოხლეს.