reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აღიარებულია ტურიზმის განვითარების კუთხით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:37
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აღიარებულია ტურიზმის განვითარების კუთხით
ავტორი: ანა ნოდია
23 აგვისტო, 2014. 20:39


"აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის კიდევ ერთი მძლავრი იმპულსი გახდება.

ღარიბაშვილის განცხადებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორები ტურიზმი, ენერგეტიკა, წარმოება, ტრანსპორტირება და ლოგისტიკაა. 


"თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ევროპული ბაზარი 500 მილიონზე მეტი მომხმარებლით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება გახდება კიდევ ერთი მძლავრი იმპულსი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.

 

როდესაც საქართველოს მიმზიდველობაზეა ლაპარაკი, არ შემიძლია, არ აღვნიშნო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, წარმოება, ტრანსპორტირება და ლოგისტიკა

 


მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით. ჩვენ გვაქვს როგორც სამთო-სათხილამურო, ისე საზაფხულო კურორტები შავი ზღვის სანაპიროზე; გვაქვს ღვინისა და სამედიცინო ტურიზმის სექტორებიც, რომლის განვითარებაზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

 


აღსანიშნავია ჩინელი ტურისტების ინტერესი ქართული ღვინისადმი, რომელიც რამდენიმე ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტირება უკვე ხდება ჩინურ ბაზარზე და ქართული კომპანიები აქტიურად მუშაობენ, რომ ჩინელ მომხმარებელს გააცნონ ქართული უნიკალური ღვინო", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016