reportiori.ge - მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ეწვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:03
კულტურა
მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ეწვია
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 20:54


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ეწვივნენ.



მინისტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა უმასპინძლეს. მიხეილ გიორგაძემ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას.



კულტურის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულეს რესტავრირებული რამდენიმე დარბაზი, მათ შორის ჯანო კახიძის სახელობის სარეპეტიციო სივრცე. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ყველა დარბაზი აღჭურვილია შესაბამისი მაღალი ხარისხის ტექნიკით. დავით კინწურაშვილმა სტუმრებს გარემონტებული საბალეტო, საორკესტრო და საგუნდო სიმღერის სარეპეტიციო დარბაზებიც დაათვალიერებინა.



გარდა ამისა, ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემაც გააცნეს. მიხეილ გიორგაძის თქმით, მათ მოსაგვარებლად აუცილებელია, ოპერისა და ბალეტის თეატრმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშაონ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016