ქალაქ სიეტლში, სადაც 9 წლის რეიჩელი ცხოვრობდა, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა წაიკითხა ლექცია უწყლობის შესახებ უღარიბეს აფრიკულ ქვეყნებში.
პატარა რეიჩელმა კინოკადრებზე პირველად ნახა გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც წყალს სვამდნენ გუბურებიდან და ჭაობებიდან. ლექტორისგან გაიგო, რომ 4,5 ათასი ბავშვი იღუპება ყოველდღიურად ამ წყლისაგან მოგვრილი საშინელი დაავადებებით.
რეიჩელმა გადაწყვიტა მათი გადარჩენა: დედის დახმარებით, საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, გოგონამ განათავსა თავისი გვერდი და საქველმოქმედო ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად, თხოვდა თავის ნაცნობებს, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღეზე თოჯინა და კაბები - ამის ნაცვლად გადაერიცხათ ფული აფრიკელი ბავშვების გადასარჩენად. მისი სურვილი იყო 300 დოლარის შეგროვება, რითაც 15 ადამიანს მიეცემოდა სუფთა წყლის დალევის შესაძლებლობა.
ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე კვირა და სიეტლის გზატკეცილზე 20 ავტომობილი შეასკდა ერთმანეთს. ერთ-ერთში აღმოჩნდა რეიჩელი, ოჯახის წევრებთან ერთად. კატასტროფაში მოყოლილი ათობით ადამიანიდან ყველა გადარჩა, რეიჩელის გარდა.
როდესაც ეს ამბავი გაიგო სკოტ ჰარისმა, იმ ლექტორმა, ვის ლექციაზეც მიიღო თავის გადაწყვეტილება რეიჩელმა, თავიდან გახსნა ინტერნეტში მისი გვერდი. თუმცა, თავის დროზე პირადად ვერ შეხვდა იგი გოგონას, რომელსაც ბევრი კითხვა ჰქონდა დასასმელი მისთვის, რადგან დედას ეჩქარებოდა და რიგში დადგომისთვის არ ეცალა, სამაგიეროდ ახლა უცქერდა საოცრებებს სკოტ ჰარისონი, რეიჩელის უკანასკნელ სურვილთან დაკავშირებით - ფული მოედინებოდა ნაკადულებად.
კამპანია გავრცელდა მთელ ეკლესიაზე - მოკლე ხანში შეგროვდა 100 ათას დოლარზე მეტი. მერე ეს გავრცელდა მთელ სიეტლზე - 300 ათასი, 400 ათასი დოლარი...
„ჩვენ გაოგნებულნი ვიყავით", - წერდა სკოტ ჰარისონი - „ათეულ ათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან აქვეყნებდა რეიჩელის გვერდზე გულისშემძვრელ წერილებს. ბავშვები თავიანთ ყულაბებს ასუფთავებდნენ და მშობლებს აგზავნინებდნენ რეიჩელის ანგარიშზე, მშობლებიც საკუთარ კუპიურებს უმატებდნენ და შედეგად დაგროვდა 1 მილიონ 200 ათასი დოლარი. ეს კი კმაროდა უკვე არა 15, არამედ 60 ათასი კაცის გადასარჩენად!
დედა, რომელიც ვერ შეგუებია პატარა გოგონას სიკვდილს, სულ უფრო ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და მადლობას უხდის ადამიანებს გულუხვობისათვის. ამ დროისათვის ტელემაყურებლებმა უკვე ზედმიწევნით იციან რეიჩელის საოცარი ბიოგრაფია - როგორ გაიზარდა მან ნაწნავები კიბოთი დაავადებული მელოტი ბავშვების პარიკებისათვის და, როგორ შეუნარჩუნეს მისმა ორგანოებმა სიცოცხლე სხვა ადამიანს, ავტოკატასტროფის შემდეგ.
„მე შეძრული ვარ ამ საყოველთაო სიყვარულითა და თანადგომით - ეს აუწერელი ტკივილი და ბედნიერებაა ერთდროულად" -ამბობს რეიჩელ ბეკვისის დედა, სამანტა პოლი.
რეიჩელის მშობლებს იწვევენ სტადიონებზე. სტადიონები ფეხზე უდგებიან მათ და ხანგრძლივი ოვაციებით ეგებებიან.
„იცით, რას ვაპირებთ რეიჩელის გარდაცვალების წლისთავზე?" - აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია «Charity: water»-ის დამფუძნებელი სკოტ ჰარისონი - „რეიჩელის დედასთან ერთად გადავინაცვლებთ ერთი აფრიკული სოფლიდან მეორეში, მესამეში, მეოთხეში, სადაც ახლა უკვე აქვთ წყალი რეიჩელის დახმარებით, და იქ მას დახვდებიან ათასობით ადამიანები, ვისაც მისმა ქალიშვილმა მიანიჭა ჯანმრთელობა, ბედნიერება და ახალი სიცოცხლე.
(მოამზადა ანა ნოდიამ)