reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: თაკო სალაყაია, მერაბიშვილისა და სააკაშვილის ჩათვლით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:49
მთავარი თემა
ვახტანგ მაისაია: თაკო სალაყაია, მერაბიშვილისა და სააკაშვილის ჩათვლით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორია!
ავტორი:
25 აგვისტო, 2014. 18:19



ექსპერტი ვახტანგ მაისაია სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელის, მიხეილ ბიბილურიძის განცხადებას ეხმაურება.  მაისაიას განცხადებით, ბიბილურიძის განცხადება სრული ჭეშმარიტებაა. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა განცხადებამ ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება გაამყარა. ამის შესახებ ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.




„მიმაჩნია, რომ ბიბილურიძის განცხადება სრული ჭეშმარიტებაა. ჩვენ ვიცით, თუ რა სისტემა იყო მიხეილ სააკაშვილის დროს. არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ციხეში მაღალი პრივილეგიები ჰქონდათ. ვინც მათი რეჟიმის სასარგებლო ჩვენებას მისცემდა, ციხეშიც პრივილეგია გარანტირებული ჰქონდა. მეორე საკითხია მათი შეწყალების ფაქტი. ყოველგვარ მიზეზგარეშე და კანონდარღვევით მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ისინი. კანონდარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილმა აღნიშნული პირები შეიწყალა, როგორც სამხედრო მოსამსახურეები და არა როგორც პოლიციის თანამშრომლები. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ რა პირობებში მოხდა შეწყალება. როდესაც ამ პიროვნებებმა შეასრულეს თავისი საქმე, ისინი გახდნენ სრულიად გამოუსადეგარი ხელისუფლებისთვის. დათა ახალაია თავისუფლად გაუსწორდებოდა ბიბილურიძეს. არ გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაში თუკი მიხეილ სააკაშვილის სისტემა დარჩებოდა ქვეყნის სათავეში ამ ადამიანებს უარესად გაუსწორდებოდნენ. ბიბილურიძე არის სანდრო გირგვლიანის საქმის მეორე მოწმე, რომელიც ალაპარაკდა. მან მელნიკოვის ჩვენება ასე ვთქვათ გაამყარა. აღნიშნული კი შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც მტკიცებულება."
- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.



ვახტანგ მაისაია ასევე აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს და საქმის ყველა ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.



„ვფიქრობ, გირგვლიანის საქმე თავიდან არის გამოსაძიებელი. გამოძიება უნდა გავიდეს იმ პიროვნებაზე, ვინც გასცა უშუალო ბრძანება გირგვლიანის მკვლელობისა. მათ შორის ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საქმის შესრულებაში. თაკო სალაყაია აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ის არის მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე ამ მკვლელობის, რა თქმა უნდა მერაბიშვილისა და სააკაშვილის ჩათვლით."
- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.    

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016