reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი: ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:29
კონფლიქტები
პაატა ზაქარეიშვილი: ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე
26 აგვისტო, 2014. 13:59



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ ოსების გენოციდი უნდა აღიაროს. ზაქარეიშვილის განცხადებით, ასეთი განცხადებები რეგულარულად კეთდება, როდესაც რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარების დღე ახლოვდება.

"სიახლე არაფერი არ არის. სიახლე არის სამაგიეროდ ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და მიდის ევროპისკენ. ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ნაკადი იზრდება და იზრდება. წელს პირველად დაფიქსირდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული რაოდენობა ცხინვალიდან, რომლებიც ისვენებდნენ ბათუმსა და ქობულეთში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016