მეცნიერებმა ახსნა მოუძებნეს ფაქტს, თუ რა ნიშნით და რა კატეგორიის ადამიანებს ირჩევენ კოღოები. ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწერების თავდასხმის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება ალკოჰოლის მიღების მერე. თუნდაც, ერთი ბოკალი ლუდი დალიოთ, საკმარისია კოღოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ.
კოღოები ასევე ირჩევენ სექსუალურად აქტიურ ადამიანებს.
მეცნიერებმა ვერ შეძლეს ახსნა, თუ რატომ იზიდავს მდედრობითი სქესი მწერს, განსაკუთრებით ქერები, თუნდაც შეღებილი თმა ჰქონდეს. იმას კი ირწმუნებიან, რომ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი მათი ინტერესის საგანია.
კვლევამ აჩვენა, რომ კოღოებს პირველი ჯგუფის სისხლი განსაკუთრებით იზიდავს.
მეცნიერები კოღოსგან გამწარებულ ადამიანებს ამშვიდებენ, რომ თუ კოღომ არჩევანი თქვენზე გააკეთა, ესე იგი ჯანმრთელი ხართ.
(მოამზადა ანა ნოდიამ)