reportiori.ge - საქართველოს მთავარი პროკურორი ვაშინგტონის მთავარ პროკურორს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:38
პოლიტიკა
საქართველოს მთავარი პროკურორი ვაშინგტონის მთავარ პროკურორს შეხვდა
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 13:49

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით  მყოფი საქართველოს მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მთავარ პროკურორს რონალდ მეიჩენ ჯუნიორს და ვაშინგტონის ფედერალური ოლქის პრობაციისა და წინასწარი დაკავების ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.  მთავარი პროკურორი ამერიკული სამსახურების  მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. 

,,ჩვენ განვაცხადეთ, რომ  საქართველოში ვიწყებთ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციას,  რაც იმასაც გულისხმობს, რომ არაძალადობრივ დანაშაულებზე არ მოხდება ხალხის დაკავება-დაპატიმრება. სწორედ  ამ კუთხით , მნიშვნელოვანია , შეიქმნას  მექანიზმი, როდესაც ბრალდების წარდგენიდან, სასამართლო განხილვამდე , პირზე მეთვალყურეობას სპეციალური სამსახურის  დააწესებს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი მზად არის, ამ პროცესში საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლოს.

საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 ივლისს გაემგზავრა.  დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე  ხელმძღვანელობს. წევრები კი, არჩილ კბილაშვილი და პარლამენტარები: თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი არიან.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016