reportiori.ge - ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში ხვალ ქართული კულტურის დღეები გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:11
კულტურა
ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში ხვალ ქართული კულტურის დღეები გაიხსნება
ავტორი:
27 აგვისტო, 2014. 18:02



ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში ხვალ ფოლკლორულ ანსამბლ "სულიკოს" კონცერტით ქართული კულტურის დღეები გაიხსნება.



ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია „ბაგრატიონის" მხარდაჭერით იმართება.



კონცერტის ორგანიზატორების ინფორმაციით შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია მიმართავს.



„საღამოზე წარმოდგენილი იქნება ასევე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ქართული ძეგლი - ქართული პოლიფონიური სიმღერა და ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდისათვის საჭირო თიხის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი. ქართულ ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად, საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწოდებულ ვერცხლისა და კერამიკულ ნაკეთობებსა და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღბეჭდილ, ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ბერლინში მოღვაწე მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ სპეციალურად მუზეუმისთვის, ქართული ტრადიციული მეთოდების დაცვით შექმნილი ქვევრის პრეზენტაცია." _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.



გამოფენა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016