reportiori.ge - სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:45
რელიგია
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს
28 აგვისტო, 2014. 10:48


სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია სრულდება.


წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.


ტაძარი იმყოფება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პატრიარქი საკურთხევლიდან გამობრძანდა და პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლეს მიესალმა.


წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მიულოცავს.


დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალების დღეა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა საუსუფეველში.


ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016