reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში ვითარებას რუსეთის შეიარაღებული ძალები განკარგავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:49
კონფლიქტები
პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში ვითარებას რუსეთის შეიარაღებული ძალები განკარგავენ
28 აგვისტო, 2014. 17:49


სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკის" ეთერში რაულ ხაჯიმბასთან შესაძლო შეხვედრაზე და დიალოგზე ისაუბრა.

 

 

„ არაერთხელ იქნა გაცხადებული ჩვენი მხრიდან, რომ თბილისი მზად არის, როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან ჰქონდეს დიალოგი. ჯერჯერობით რაულ ხაჯიმბას ამის თქმის უფლებაც არ აქვს, რადგნა მას არც კი დაუწყია საქმიანობა. როდესაც შეუდგება საქმიანობას დარწმუნებული ვარ, არაერთხელ მიიღებს ინფორმაციას, რომ ქართული მხარე მას სთავაზობს კონტაქტებს."

 

 

კითხვაზე აპირებს თუ არა პაატა ზაქარეიშვილი რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას, მინისტრმა  განაცხადა, რომ თუ ქართული მხარის ინტერესი იქნება ის მზად არის შეხვედრისთვის.

 

 

„ არანაირი პრობლემები ჩემთვის არ არის.  თუ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესშია, შემიძლია შევხვდე ნებისმიერ ადამიანს, რომელთანაც შეიძლება წინ გადავდგათ ნაბიჯი.

 

 

თუ რამე არ გაჩერებულა ამ ხნის განმავლობაში, ესაა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრები. გვაქვს მათგან გარკვეული ინფორმაციები თუ რა მდგომარეობა და განწყობებია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში."- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც აფხაზეთი და რუსეთი კოლექტიური შეიარაღებული ძალების საკითხს განიხილავენ.

 

 

„ ცოტა ღიმილის მომგვრელია ეს. რომელ კოლექტიურ თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული?!  აფხაზეთში ვითარებას რუსეთის შეიარაღებული ძალები განკარგავენ.

 

 

რუსეთს არ აწყობს აფხაზეთში იყოს ხალხი, რომელსაც ლეგიტიმური იარაღი ექნება ხელში. ყველა ღონისძიება, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება ეს ხდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. აფხაზეთის ტერიტორია სავსეა რუსული ჯარით. ამ ფონზე ამ ტიპის განცხადება არის ხაჯიმბას მცდელობა, თავის თავზე გადმოიფორმოს ურთიერთობები რუსეთთან. ამაზე მეტი აფხაზეთში ვეღარაფერი ვერ მოხდება, რადგნა რუსეთის მხრიდან მაქსიმალურად არის ათვისებული სამხედრო პოტენციალი."- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016