reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:44
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები
ავტორი:
30 აგვისტო, 2014. 19:29


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში გზის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყველას, ვინც შექმნილ ვითარებაში თავდაუზოგაავად იშრომა, მადლობა გადაუხადა.


 

„დღეს გაიხსნა ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის ის მონაკვეთი, რომელიც 10 დღის წინ სტიქიამ დააზიანა. თუმცა, რადგან რადგან, დღეს გამთენიისას მდინარემ კვლავ დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთი, საბაჟო,  უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმით იმუშავებს.

 

 

 

შესრულდა უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები, მობილიზებული იყო არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა თითქმის წარმოუდგენელი - უმოკლეს დროში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად იშრომა და თითქმის შეუძლებელი შეძლო.

 

 

 

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ორი დაღუპული ადამიანის გამო, რომლებიც სტიქიამ შეიწირა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პრევენციული სისტემა, რომელიც სულ რამდენიმე თვით ადრე დამონტჟდა.

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა საბჭოს, რომელიც ჩემი დავალებით კოორდინაციას უწევდა მართვის საგანგებო შტაბს; ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთა კოორდინირებული და მართლაც თავგანწირული მუშაობის შედეგია სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში დასრულება. გაზსადენის აღდგენა სტიქიიდან 2 დღეში მოხდა.

 

 

ამჟამად სტიქიით გამოწვეული შეფერხება აღმოფხვრილია და მოქალაქეებს საშუალება აქვთ სპეციალური რეჟიმით გადაადგილდნენ.

 

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც 24-საათიანი შრომა გასწია შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში გამოსასწორებლად," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

 


(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016