reportiori.ge - ყველაზე ძუნწი და მფლანგველი ჰოროსკოპის ნიშნები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:52
სხვადასხვა
ყველაზე ძუნწი და მფლანგველი ჰოროსკოპის ნიშნები
ავტორი:
31 აგვისტო, 2014. 20:05

 

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ ფინანსების მიმართ. ზოგიერთი მხარჯველია, ზოგიც პირიქითხელმომჭირნე და ძუნწი. ნიშნებს სტიქიების მიხედვით თუ გადავხედავთ, ამ მხრივ ყველაზე ფრთხილი და სტაბილური მიწის სტიქიის ნიშნები არიან... თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.

 

 

 

 

ყველაზე ხელმომჭირნე (სიძუნწემდე დასული ხელმომჭირნეობა) აღმოჩნდა, რომ ქალწულებს ახასიათებთ – 97%.

 

მათ ცოტათი ჩამორჩებიან თხის რქები – 88%.

 

შედარებით უფრო გონივრული ეკონომია ახასიათებთ კუროებს – 76%.

 

მეტ-ნაკლებად არიან მიდრეკილნი სიძუნწისკენ წყლის სტიქიის ნიშნები, მაგრამ მათგან მხოლოდ ორი. მათ უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას ვხვდებით ფინანსების მიმართ ვიდრე ხელმომჭირნეობას.

 

კირჩხიბები იკავებენ ამ მხრივ სამეულის სათავეს – 97%.

 

ფულის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ მორიელებს. ისინი ხან უზომოდ ბევრს ხარჯავენ, ხანაც კაპიკს კაპიკზე აწებებენ – 88%.

 

ჰაერის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე წინდახეული ფინანსების კუთხით მერწყულია – 98%. მერწყულებს არ უყვართ ფულის არც სესხება, არც გასესხება. თუმცა, სიამოვნებით ხარჯავენ თანხას საქველმოქმედო მიზნებით.

 

შედარებით ნაკლებად გლობალისტურია სასწორის დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. თუმცა, სასწორიც საკმაოდ წინდახედული ნიშანია ამ მხრივ – 89%.

 

ცეცხლის ნიშნებში ყველაზე სტაბილურ და წინდახედულ ნიშნად ასტროლოგებმა საფინანსო საკითხებთან მიმართებაში ლომი მიიჩნიეს. მართალია, ლომებს ხელგაშლილობაც არანაკლებ ახასიათებთ, თუმცა ისინი ყოველთვის იცავენ ზომიერებას საიმისოდ, რომ კოლოსალურ ვალებში არ ამოყონ თავი. ლომების მაჩვენებელი – 96%.

 

დაბოლოს, ყველაზე მფლანგველი ნიშნების კატეგორიაში მოხვდნენ:

 

მშვილდოსნები – 98%

 

ტყუპი – 91%

 

თევზები – 89%

 

და ვერძი – 84%

 

ზემოთ ხსენებული ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, ყოველთვის დაუფიქრებლად ეპყრობიან ფინანსებს და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის განიავებაც შეუძლიათ დაუნანებლად.

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 

წყარო: astrologi.ge

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016