reportiori.ge - „სი-ბი-ეს ნიუს“: როგორ უნდა იცხოვრო, რომ 100 წლის გახდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:22
მედია
„სი-ბი-ეს ნიუს“: როგორ უნდა იცხოვრო, რომ 100 წლის გახდე
ავტორი:
01 სექტემბერი, 2014. 16:07


 

1975 წელს ამერიკელი ჟურნალისტი მორლი საფერი აფხაზეთს ეწვია, სადაც 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ღვინოს სვამენ, ხორცს ჭამენ და თუთუნს ეწევიან

 

 

ამერიკული ტელეკომპანია „სი-ბი-ეს ნიუს"-ის პოპულარულ გადაცემა „60 წუთში" აფხაზი ხანდაზმულების შესახებ 35 წლის წინათ, საბჭოთა საქართველოში 1975 წელს მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის მორლი საფერის მიერ ჩაწერილი ვიდეოსიუჟეტი ჩვენება გაიმეორეს. გთავაზობთ მოკლე შინაარსს:






„ამ კვირაში „60 წუთის" ავტორი ლესლი შტალი სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც 90 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ცხოვრობენ. ჟურნალისტმა ზოგიერთი საიდუმლო გაიგო: ალკოჰოლის მცირე დოზა სიკვდილის რისკს ამცირებს და სიცოცხლეს აგრძელებს. თუმცა ეს ახალი აღმოჩენა არ არის მათთვის, ვისაც მორლი საფერის 1975 წლის „60 წუთის" სიუჟეტი ახსოვს, აფხაზ ხანდაზმულთა შესახებ.



აფხაზეთის ნაყოფიერ ხეობებში, რომელიც რუსეთის სამხრეთში მდებარეობს, 100 წელზე მეტი ასაკის ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ისინი საკმაოდ ბევრ ალკოჰოლს სვამენ, რაც, აშკარაა, მათი სიცოცხლის ხანგრძილივობაზე დადებით გავლენას ახდენს. ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ ღვინის მცირე რაოდენობით სმა მათ ავადმყოფობისაგან იცავს.



რა თქმა უნდა, ღვინის სმას თავისი წესი აქვს, რაც აფხაზებმა კარგად იციან. საბჭოთა კავშირის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, 135 წლის აფხაზი ხფაფ ლასურია დღეში რამდენიმე ჭიქა ღვინოს სვამს, ხორცს ჭამს, თუთუნსაც კარგად აბოლებს და საერთოდ, ყველა ქეიფში მონაწილეობს.



ცხადია, ალკოჰოლის გარდა ამ რეგიონში მცხოვრებთა საოცარ ხანდაზმულობას სხვა მიზეზიც აქვს: ისინი ყოველდღიურ ფიზიკურ შრომას ეწევიან, შინაურ პირუტყვს უვლიან... და ცდილობენ, რომ ცხოვრება ნერვიულობის გარეშე გაატარონ. როგორც ექიმები ამბობენ, აფხაზებისათვის იშვიათია ხმამაღალი საუბარი, ემოციების მწვავედ გამოხატვა, მათი ოჯახები მტკიცეადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ცხოვრების ასეთმა წესმა აფხაზი ხანდაზმულები „გააახალგაზრდავა".






http://www.cbsnews.com/news/how-to-live-to-be-100-60-minutes/





(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016