reportiori.ge - "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:20
ეკონომიკა
"გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
03 სექტემბერი, 2014. 11:04


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა და 4,2 ქულით 72-ე ადგილიდან 69-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.



"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" სტრუქტურას 12 კომპონენტი შეადგენს, რომლებიც სამ ძირითად ბლოკად იყოფა: 1. ძირითადი მოთხოვნები - ინსტიტუტების არსებობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, პირველადი განათლება და ჯანდაცვა; 2. ე.წ. ეფექტიანობის კატალიზატორები - უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, შრომის ბაზარი, ფინანსური ბაზრის ეფექტიანობა, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა; 3. ინოვაციური ფაქტორები - ბიზნესის წარმოების დახვეწილობა და ინოვაცია.



ძირითად მოთხოვნებში საქართველოს პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა და 57-ე ადგილიდან 48-ე პოზიციაზე გადაინცვლა. ეფექტურობის მასტიმულირებელ ფაქტორში საქართველო 79-ე პოზიციაზეა, ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელში კი 118-ე პოზიციაზე.



2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" 148 ქვეყნის მაჩვენებელია შეფასებული. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩებიან უკრაინა (76-ე პოზიცია), მოლდოვა (82), სომხეთი (85). რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან შვეიცარია, სინგაპური, აშშ-ი, ფინეთი და გერმანია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016