reportiori.ge - მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:30
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს
03 სექტემბერი, 2014. 12:53



ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის, საქართველოს 60 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, შეღავათიანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკი გამოუყოფს.

 

 

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების შეთანხმებას დღეს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის

რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდა.

 

 

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს ენერგეტიკულ სფეროში. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

ნოდარ ხადურის განმარტებით, პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური "ბათუმი" და მლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაზრდას.

 

 

პროექტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016