საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი „კვირა" პრეს-კლუბს ხსნის. პრეს-კლუბი 4 სექტემბერს გაიხსენაბ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო რესპონდენტებს შეხვდნენ. პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ თავიანთი შეხედულებები, იდეები, შეთავაზებები თუ პოზიციები „კვირას" პრესკლუბში გაახმოვანონ.
პრესკლუბის პირველი სტუმარი რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი იქნება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებს. ის ასევე უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს.
ანდრეი ილარიონოვთან შეხვედრა 4 სექტემბერს, 20:00-ზე გაიმართება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23 (გალაკტიონის ხიდთან).
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა +(995) 599 72 65 65.
(მოამზადა ანა ნოდიამ)