კულტურა
თუმანიშვილის თეატრის დასი შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს
04 სექტემბერი, 2014. 10:26
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუმანიშვილის თეატრის დასი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებასთან დაკავშირებით დღეს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, დირექტორი ზურა გეწაძე და თეატრის მსახიობები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, 31 ივლისიდან - 25 აგვისტომდე, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, წარმოადგინა სპექტაკლი - ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა". სპექტაკლმა და თეატრის დასმა აღიარება მოიპოვა, როგორც პროფესიონალი კრიტიკოსებისგან, ასევე მაყურებლისგან.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50