reportiori.ge - ხვალ კულტურის სამინისტროში ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი გამოვლინდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:56
კულტურა
ხვალ კულტურის სამინისტროში ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი გამოვლინდება
04 სექტემბერი, 2014. 19:27


ფილმი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსთვის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ჟიურის წევრები  და გამარჯვებული ფილმის რეჟისორი დაესწრებიან.


ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა. ჩვენება კომისიის წევრებისათვის 2-5 სექტემბერს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:  მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი.


კონკურსში  4 ქართული ფილმი მონაწილეობდა: პატარძლები - (რეჯისორი: თინათინ ყაჯრიშვილი); შემთხვევითი პაემნები - (რჟისორი: ლევან კოღუაშვილი); სიმინდის კუნძული - (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი); ზღვარზე - (რეჟისორი: მარიამ ქაცარავა).


ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს ახლო მომავალში განიხილავს და 1 ოქტომბრის  შემდეგ 9 ფილმიან სიას შემოგვთავაზებს. ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016