reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ჭიკაიძეს და წულუკიანს იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:49
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი ჭიკაიძეს და წულუკიანს იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 12:40

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა, - შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს და თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.




მთავრობის მეთაურის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.




პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ. 



ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებულია და პოლიცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ფასდაუდებელი შრომაა. 



„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამყველა ცივილიზებულ

 და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. ეს არისჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა,

 წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფოვერ ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში 

გააჩინონ განცდა,რომ გაუარესებულია კრიმინოგენური ვითარება", - განაცხადა პრემიერმა. 




მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როდესაც ამნისტიით გაათავისუფლა 17 ათასი პატიმარი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ისინი იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.



„ჩვენ მათ მივეცით რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის შანსი. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა,ხოლო, ვინც ვერ დააფასა,

 გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული", - აღნიშნა პრემიერმა. 




ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებამ შეიმუშავა პრევენციულ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა და მისი დავალებით მაქსიმალურად გამკაცრდება ბრძოლა იარაღის უკანონოდ ტარებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ერთის მხრივ არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ, ეფექტურად იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ. 




„ყველაზე ადვილია კანონდარღვევა და ძალადობა, მაგრამ ის საქმიანობა, რასაც ბატონი ჭიკაიძეაწარმოებს, დასაფასებელია. 

ისინი 24 საათის განმავლობაში ებრძვიან კრიმინალს დაამავდროულად ცდილობენ, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. 

მოგიწოდებთ, მაქსიმალურადგაამკაცროთ ბრძოლა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. ვიცი, რომ გაქვთ კონკრეტული 

გეგმადა ამას ეფექტურად გაართმევთ თავს", - მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.






(მოამზადა ანა ნოდიამ)



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016