reportiori.ge - ლევ ტოლსტოის 20 ციტატა, რომელიც ცნობილ მწერალს სხვა თვალით დაგანახებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:37
კულტურა
ლევ ტოლსტოის 20 ციტატა, რომელიც ცნობილ მწერალს სხვა თვალით დაგანახებთ
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 14:38



ის იყო პირველი, რომელმაც უარი თქვა საავტორო უფლებაზე, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო სისტემას, რელიგიური ავტორიტეტების უარყოფის გამო მოკვეთილი იყო ეკლესიიდან. მან უარი თქვა ნობელის პრემიაზე, ვერ იტანდა ფულს და გამოდიოდა გლეხების დასაცავად. ასეთს მას ჯერ არავინ იცნობდა - მისი სახელია ლევ ტოლსტოი.



1. სახელმწიფოს ძალა ეფუძნება ერის უმეცრებას, მან იცის ამის შესახებ და ამიტომაც ყოველთვის იბრძოლებს განათლების წინააღმდეგ. დროა გვესმოდეს ეს.:

 

2. ყველას სურს შეცვალოს კაცობრიობა, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე,რომ შეცვალოს საკუთარი თავი.

 

3. ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია.

 

4. ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად.

 

5. ძლიერი ადამიანები ყოველთვის უბრალონი არიან.

 

6. დაე ყველამ დაგავოს თავისი კარის წინ, თუკი ყველა ასე მოიქცევა, მთელი ქუჩა სუფთა იქნება.

 

7. ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენ ვუყვარვართ ჩვენი სიკარგის გამო, მაგარმ ვერ ვხვდებით - ვუყვარვართ იმიტომ, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.

 

8. სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ აზრი არ აქვს.

 

9. მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც მაქვს.

 

10. მსოფლიო მიიწევს წინ მათი წყალობით, ვინც იტანჯება.

 

11. დიდებული ჭეშმარიტებანი ყველაზე მარტივია.

 

12. საქმე იმაში როდია, რომ იცოდე ბევრი, არამედ იმაში, რომ ყველაფრიდან, რაც შეიძლება იცოდე, იცოდე ყველაზე საჭირო.

 

13. ადამიანები ხშირად ამაყობენ საკუთარი სინდისის სისუფთავით მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ მოკლე მეხსიერება.

 

14. არ არსებობს ისეთი არამზადა, რომელიც მოძებნის და ვერ იპოვის მასზე უარეს არამზადებს რაიმე ურთიერთობაში და რომელიც ამის გამო ვერ იპოვის მიზეზს იამაყოს და იყოს კმაყოფილი საკუთარი თავით.

 

15. ბოროტება მხოლოდ ჩვენშია, ანუ იქ არის, საიდანაც მისი ამოღება შეიძლება.

 

16. ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს. თუკი ბედნიერება მთავრდება, დაფიქრდი, რაში შეცდი.

 

17. დარწმუნებული ვართითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრების არსია - უბრალოდ გავიზარდოთ სიყვარულში.

 

18. ყველა აწყობს გეგმებს და არავინ იცის იცოცხლებს კი საღამომდე.

 

19. არ არსებობს არავითარი პირობა, რომელსაც ადამიანი ვერ მიეჩვევა, განსაკუთრებით თუკი იგი ხედავს, რომ ყველა მისი გარშემო მყოფი ასე ცხოვრობს.

 

20. ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი შეცდომაა - ადამიანის ბედნიერება იმაშია, რომ არაფერი აკეთოს.

 

 

 

 

 

(წყარო:b2p.ge)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016