reportiori.ge - მიხეილ თოქმაზიშვილი: ეკოლოგიურად სუფთა გარემო ტურიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:16
ეკონომიკა
მიხეილ თოქმაზიშვილი: ეკოლოგიურად სუფთა გარემო ტურიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 16:14

 

 

ექსპერტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელებისა და ჯარიმები მაქსიმალურად გამკაცრდებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში ტურიზმი გამოცხადებულია, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ეკონოლოგიურ მდგომარეობას უნდა მიექცეს.


გარემოს დაბინძურება არის ის, რაც უშუალოდ ზემოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე. თუ არ არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ბუნებრივია, ტურისტების მოზიდვაც გართულდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც აუცილებელს ხდის ზრუნვას გარემოზე. მეორე აუცილებლობა, რომელიც გარემოს უსაფრთხოებაზე არის მიმართული, არის საქართველოს ვალდებულება, რომ თვითონ ქვეყნის მოსახლეობისთვის გარემო იყოს უსაფრთხო. ეს ვალდებულება ჩაწერილია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში და ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით საქართველომ უნდა დასახოს გარკვეული ღონისძიებები", - განაცხადა თოქმაზიშვილმა.


ამასთან, ექსპერტის შეფასებით, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს - ცნობიერების ამაღლება და დაძალება.


ცნობიერების ამაღლება ისეთი ეფექტური არ შეიძლება იყოს, როგორც ჯარიმების სისტემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება სუფთა გარემოში. ვფიქრობ, ჯარიმების ამოქმედება ეფექტური იქნება. გაიხსენეთ, არც ერთი მძღოლი და მგზავრი არ იკეთებდა ღვედს. მას შემდეგ კი, რაც ჯარიმები ამოქმედდა, ძალიან იშვიათად დაინახავთ ვინმეს ღვედის გარეშე. ანუ ეს მოქმედებს, ეფექტური სისტემაა", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016