reportiori.ge - „ნეიშენელ ინთერესთ“: საქართველო NATO-კენ მიმავალ გზაზე: ალიანსმა 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:01
პრეს-დაიჯესტი
„ნეიშენელ ინთერესთ“: საქართველო NATO-კენ მიმავალ გზაზე: ალიანსმა 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 13:00


 

„ნეიშენელ ინთერესთ" (აშშ), 4 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://nationalinterest.org/feature/keep-georgia-the-path-nato-11194

 

 

საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე: ალიანსმა 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს

 

 

ლიუკ კოფი, აშშ-ის Heritage Foundation-თან არსებული საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტი



1738 წელს სპარსეთის მმართველმა ნადირ-შაჰმა ავღანური ქალაქი ყანდაარი დაიპყრო, შემდეგ კი მან თავისი არმიის ინდოეთში ლაშქრობისთვის, მომზადება დაიწყო - დიდ მოგოლთა იმპერიის  ხელში ჩასაგდებად. ნადირ-შაჰის არმიაში იმ დროს ქართველთა რაზმიც იბრძოდა.



სინდისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც დღეს პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციაა, ნადირ-შაჰის არმიამ დაინახა ქვის სვეტი წარწერით, რომლის თანახმად, სიკვდილი უწევდა ყველას, ვინც ამ სვეტს გვერდს აუვლიდა და წინ წავიდოდა. სპარსელთა არმია დაიზაფრა, ახალგაზრდა ქართველმა მეფისწულმა ერეკლე მეორემ კი გამოსავალი მონახა: ქვის სვეტი სპილოზე დატვირთეს და ლაშქარს წინ გაუმძღვარეს. საბოლოო ჯამში, სპარსელებმა სინდი დაიმორ-ჩილეს, ნადირ-შაჰმა კი მოხერხებულობისა და ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ერეკლე მეორეს კახეთის სამეფო უბოძა. ნაწილობრივ ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია.



ამჟამად ქართველი მებრძოლები ისევ ავღანეთში და ისევ ყანდაარში იმყოფებიან - 750 ქართველი ჯარისკაცი ნატოს სამხედრო ძალებში მსახურობს. რა ჯილდოს მიიღებენ ისინი თავიანთი სამსახურისათვის?



აშკარაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას („მაპ") ვერ მიიღებს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა ალიანსის გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც თავის პოსტს სულ მალე დატოვებს. „მაპ"-ის ნაცვლად თბილისს [5 სექტემბერს] დამამშვიდებელ პრიზს - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს" შესთავაზებენ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრირებას.



გარდა ამისა, ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა, საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის სამი რაღაც უნდა გააკეთონ:



პირველი - ვაშინგტონმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად დაფიქსირდეს: ა) სანამ საქართველო ზუსტად ასრულებს ყველა ვალდებულებას, მას ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფილი ექნება და ბ) ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ არის (მათ შორის რუსეთიც), საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება ჯერ კიდევ 2008 წელს აღუთქვეს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა წევრმა ამ დაპირებას უღალატა. პირველ რიგში ეს ეხება ბლოკის იმ წევრებს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. მათი მოქმედება გარკვეულ უხერხულობას ქმნის და შეშფოთებას ბადებს. ახლა ამ ქვეყნებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან [საქართველოს სასარგებლოდ];



მეორე - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდონ - ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო აღჭურვილობა. ყოველ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება და თუ იარაღი თავდაცვითი იქნება, მაშინ მის მიწოდებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს;



მესამე - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო სწავლებები უნდა გააგრძელონ, ავღანური ოპერაციის დასრულების შემდეგაც. რაც უფრო დიდხანს იფრიალებს ნატოს დროშა საქართველოს თავზე, ქართველი ხალხი მით უფრო მეტ ერთგულებას გამოიჩენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ნათლად, მკვეთრად და არაორაზროვნად უნდა გაცხადდეს: საქართველომ ეს მხარდაჭერა დაიმსახურა.



როცა რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა, შემდეგ კი მისი ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპირება მოახდინა, თბილისმა თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირება განახორციელა. დღეს საქართველო მხარს უჭერს და მონაწილეობს ალიანსის მიერ დაგეგმილ თითქმის ყველა ოპერაციებში... საქართველომ თავისი მებრძოლები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში,  ასობით მშვიდობისმყოფელი - კოსოვოში, ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო ამას აკეთებს ისე, რომ ნატოს წევრიც არ არის! თბილისი მოქმედება ბევრი ევროპული ქვეყნისათვის სამაგალითოა.



ნატოს ზოგიერთ წევრს იმის შიში აქვს, რომ თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი გახდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ქართველი ხელმძღვანელები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ისინი თანახმა იქნებიან, რომ მე-5 მუხლის ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს მანამ, სანამ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით არ გადაწყდება.. ამ საკითხზე თავისი მზადყოფნის დემონსტრირება რომ მოეხდინა, თბილისმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.



ქართველებმა ბრძოლებში თავიანთი სიქველე დაამტკიცეს. ისინი ახორციელებენ თავდაცვის სფეროს გარდაქმნას, რომელიც სამაგალითოდ ითვლება ნატოსთვის. დღეს დაწყებული უელსის სამიტი ალიანსს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაადასტუროს თავისი განაცხადი ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და ამ მიზნით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება დაიწყოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას განმტკიცებას.



ალიანსმა თავისი 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიზნით.




 

„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 5 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.ng.ru/cis/2014-09-05/7_gruzia.html

 

 

თბილისმა უკრაინის კრიზისში მოსკოვი დაადანაშაულა

პარლამენტმა „ნატოს ღია კარზე დასაკაკუნებლად" ანტირუსული რეზოლუცია მიიღო

 

 

სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განხილულია აგრეთვე საქართველო-ნატოს ურთიერთობების პერსპექტივა ალიანსის სამიტის ფონზე (ავტორი იური როქსი).



„იმ რეზოლუციის მიღება, რომელიც სრულიად შესაძლებელია მოსკოვმა  ანტირუსულად და სკანდალურად მიიჩნიოს, უეჭველია, ქართველმა დეპუტატებმა ნატოს უელსის სამიტს დაუკავშირეს: თბილისი მაინც არ კარგავს იმედს ნატოსაგან რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი მიიღოს, ვიდრე „თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი". შესაბამისად, ქართველი პარლამენტარების აზრით, უკრაინის საკითხში საქართველოს მიერ დასავლეთის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობის დემონტრირება კარგი საშუალება იქნება ამ მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია სტატიაში. 



პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული რეზოლუციის შინაარსი,  ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია დოკუმენტის ანტირუსულ მიმართულებაზე: დეპუტატების აზრით, „რუსეთი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს.. რუსეთს საერთაშორისო ნორმის დარღვევა შეუძლია, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მიმარტებითაც გამოიხატა". მოკლედ, ექვსპუნქტიან რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და ნატოს მოუწოდა დაიცვას უკრაინა, საქართველო და მოლდოვა რუსეთის აგრესიული ნაბიჯებისაგან.



ეს პირველი რეზოლუცია არ არის, რომელიც თბილისმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო, მაგრამ პირველია იმ თვალსაზრისით, რომ მასში მკვეთრადაა გამოხატული აქცენტები. თუმცა, ამის მიუხედავად, ქართულ საექსპერტო წრეებში მიაჩნიათ, რომ ამგვარი რეზოლუციები თბილისს ნატოს სამიტზე დივიდენდებს მაინც არ მოუტანს, ალიანსის ხელმძღვანელობა არაფერს შეცვლის და საქართველოს „ნატოში გაწევრიანების გეგმას" („მაპ") არ მისცემს,  მაქსიმუმ - თბილისმა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა მიიღოს, რომელიც ძირითადად ერთობლივ სამხედრო სწავლებების ჩატარებასა და საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რეგიონული საწრთვნელი ცენტროს მოწყობას გულისხმობს, ამასთან დაფიქსირდება, რომ „ნატოს კარი ძველებურად ღიაა საქართველოსათვის".



თუ რატომ აჭიანურებს ალიანსი საქართველოს მიღებას თავის რიგებში, ამის მიზეზები დიდი ხანია ცნობილია და არც ახლა არ შეცვლილა: ნატო მიიჩნევს, რომ საქართველოს მოუგვარებელი ტერიტორიეული პრობლემები აქვს, რაც, თავის მხრივ, ნატოს მძიმეწონიანი ევროპელი წევრების - საფრანგეთისა და გერმანიის ნეგატიური პოზიციას განაპირობებს.



როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობების ექსპერტი კონტანტინე ჩიკვილაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა იგივე გაიმეოროს, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აკეთებდა: „სწორედ „ნაციონალების" პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. ნატოში რომ გავწევრიანებულიყავით ასეთი კურსით, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ალიანსშიც ვერ შევედით და რუსეთთან ურთიერთობაც გავაუარესეთ. ახლა რუსეთ საეჭვოა მოეწონოს ის ფაქტი, რომ საქართველომ უკრაინის კონფლიქტის შეფასებისას ანტირუსული პოზიცია დაიკავა, ამით ხომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის მოგვარების პროცესი დამუხრუჭდება. რუსეთთან სიტუაციის მოგვარებას ხელს არ შეუწყობს არც ნატოს საწრთვნელი ცენტრის შექმნაც... და ეს ხდება მაშინ, როცა ალიანსის წევრობა ჩვენთვის მიუწვდომელია", - აცხადებს კონსტანტინე ჩიკვილაძე „ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში.



ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ პოლიტიკას არ ატარებს, საკუთარი ხალხის ინტერესებს ყურად არ იღებს და  მხოლოდ ვაშინგტონის მიზნების შესრულებას ემსახურება.






„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 5 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://nvo.ng.ru/concepts/2014-09-05/6_nato.html

 

 

ნატო ის ნატო აღარ არის: უნდა მოახდინოს თუ არა რუსეთმა რეაგირება ალიანსის ჭინთვებზე

 

 

პუბლიკაციაში, რომლის ავტორია პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ხრამჩიხინი, გაანალიზებულია ნატოს თანამედროვე მდგომარეობა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთთან დამოკიდებულება და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოსაკენ სწრაფვის მიზეზები.



გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:



„საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ახდენენ ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულების დემონსტრირებას და პარალელურად სჯერათ, რომ ნატო მათ „რუსი აგრესორებისაგან" დაიცავს. არადა, უკვე დროა, რომ ორივე სახელმწიფომ კარგად გააცნობიეროს: დღევანდელი ევროპული ფასეულობები კატეგორიულად არ ითვალისწინებს ადამიანის სიცოცხლის გაწირვის შესაძლებლობას საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახისა და საკუთარი ქვეყნისთვისაც კი, არათუ ვიღაც უკრაინელებისა და ქართველების დაცვის მიზნით, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.



აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ბალტიისპირეთსა და პოლონეთში სრულიად სერიოზულად არიან შეშფოთებულნი „რუსუსლი აგრესიის საფრთხით": ეს ქვეყნები მოსკოვის ყველა მოქმედებას - 2008 წელს საქართველოს მიმართ და 2014 წელს უკრაინის მიმართ - „რუსეთის იმპერიის აღდგენის" მცდელობად მიიჩნევენ. ეს არ არის რაღაც პროპაგანდისტული შტამპი, ისინი მართლაც ასე ფიქრობენ, უფრო მეტიც - პოლონელებმა და ბალტიისპირელებმა სრულიად ადექვატურად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ნატოს 2008 წელს ხელიც არ გაუნძრევია საქართველოსთვის ქმედითი, პრაქტიკული დახმარების გასაწევად. იგივეა უკრაინასთან მიმართებითაც. ამიტომაც პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში სერიოზულად დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ნატოში მათი სრულუფლებიანი წევრობის მიუხედავად, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ალიანსი მათ, უბრალოდ, ისევე ჩააბარებს მოსკოვს, როგორც საქართველო და უკრაინა ჩააბარა".






„ატლანტიკო" (საფრანგეთი), 5 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.atlantico.fr/decryptage/seule-vraie-question-que-doit-se-poser-otan-pour-decider-reaction-adopter-face-poutine-beatrice-giblin-1734454.html

 

 

ბეატრის ჟილბენი: „საქართველოსა და უკრაინის სიტუაციები ერთმანეთისაგან გასნხვავდებიან"

 

 

ინტერვიუში ცნობილი ფრანგი მეცნიერი, გეოპოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ბეატრის ჟილბენი საუბრობს რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე, დასავლეთის როლზე და კრიზისთან დაკავშირებულ სახვა საკითხებზე. იგი ეხება კავკასიაში რუსეთის გავლენას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც.



გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან სათაურით „როგორ უნდა მოიქცეს ნატო პუტინთან მიმართებით":



„ამჟამად უკრაინაში ვითარება თავის პიკს უახლოვდება, თუმცა იმავდროულად ეს სიტუაციის განმუხტვის მაუწყებელიც შეიძლება იყოს: პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცნობიერებს თავისი შეიარაღებული ძალების სისუსტეს და რწმუნდება იმაში, რომ დასავლეთი უკრაინას ქმედით პრაქტიკულ დახმარებას არ გაუწევს, რისი იმედიც მას ჰქონდა. რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიულ ამბიციებს, ამ შემთხევაში რაიმე გარკვეული თვალსაზრისის გამოთქმა ცოტა ძნელია... განა ვინმეს მოუვიდოდა თავში ამ ცოტა ხნის წინათ, რომ რუსეთი ყირიმზე კონტროლს ასეთი მეთოდებით დაამყარებდა? გარდა ამისა, მან სერიოზულად გააფართოვა თავის გავლენა ბელორუსიაზე, შუა აზიის რესპუბლიკებზე... რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, საქართველოს მაგალითმა ყველას დაანახვა, რუსეთი მზადაა სამხედრო ჩარევა განახორციელოს ყველა იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე მის ინტერესებს დაემუქრება.



ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა იგივე განმეორდეს ბალტიისპირა ქვეყნების მიმართაც, სადაც რუსები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ... ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან და წესით, თუ რუსეთი მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ალიანსი განზე არ დარჩება. ასე რომ, ბალტიელებს რუსული საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. აზერბაიჯანი მათზე უფრო დიდი სახელმწიფოა და რესურსებიც მეტი აქვს, ამიტომ იქ რუსულ აგრესიისადმი შიში ნაკლებია. [რადგან სომხეთი რუსეთის მოკავშირეა], ამიტომ ყველაზე მეტი მნიშვნელობა რუსეთისათვის უკრაინას აქვს: მოსკოვს უკრაინა თავისად მიაჩნია მჭიდრო ისტორიული კავშირების გამო...



საქართველოსა და უკრაინის სიტუაციები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. პირველ რიგში, ეს ეხება ამ ორი სახელმწიფოს გეოგრაფიას და მოსახლეობას: უკრაინა 45 მილიონი მცხოვრები ჰყავს და 600 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აქვს, საქართველოს კი მხოლოდ 4,5 მილიონი 70 ათასი კვ.კმ-ით. გამოდის, რომ საქართველო უკრაინის ერთი მეათედს უდრის, რაც, დამეთანხმებით, ცოტაა. მაგრამ ვლადიმერ პუტინის სიმბოლური გეგმის თანახმად, მას სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ მოსკოვი არ მოითმენს მცირედ ჩარევასაც კი მისი გავლენის სფეროებში. 2008 წლისათვის რუსეთი ის რუსეთი აღარ იყო, როგორიც ბორის ელცინის დროს არსებობდა - მისი სისუსტის პერიოდი აშკარად დასრულდა".





 

„ნიუ თაიმს - ნოვოე ვრემია" (რუსეთი), 5 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.newtimes.ru/articles/detail/86708/

 

 

„ასე მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია": „კაზანტიპის"  შედეგები ქართველთა ცნობიერების ჭრილში

 

 

სტატია ეხება „კაზანტიპის" ფესტივალის შედეგებს, რომელიც საქართველოში 20-30 აგვისტოს ჩატარდა (ავტორი ლევან რამიშვილი).



ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია მისი ჩატარების წინაპირობები (საქართველოს ხელისუფლების თანხმობა), მასთან დაკავშირებული სკანდალური ფაქტები (ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, ანაკლიის მოსახლეობის თვალსაზრისი), ფესტივალის მიმდინარეობა და დაშვებული შეცდომები (გაზრდილი ფასები, ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა) და ბოლოს, „კაზანტიპის" შედეგები საქართველოსთვის.



გთავაზობთ ამონარიდს:



„კაზანტიპმა" საქართველო ორ შეურიგებელ ბანაკად გაჰყო. „კაზანტიპმა" ქართველებს საბაბი მისცა დაფიქრებულიყვნენ თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე, მორალზე და ამორალურობაზე, ეკლესიის როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.



გასული საუკუნის 80-იანი წლებში საქართველოში სულ ასი ეკლესია მოქმედებდა, ხოლო ქვეყნის 4-ნახევარმილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 400 ათასი კომპარტიის წევრი იყო. თუ ამ რაოდენობას კიდევ 400 ათას კომკავშირელს დავამატებთ, გამოდის, რომ ყოველ ოჯახში ერთი პარტიის წევრი მაინც იყო. აი ასეთი აგრესიული ათეიზმი სუფევდა საქართველოში... მაგრამ გავიდა სულ რაღაც ათი წელი და სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: ტოტალური ნგრევისა და გაჭირვების ფონზე, ქარხანა-ფაბრიკების დემონტაჟის პირობებში, ყოველ სოფელში ტაძრები შენდებოდა.



დღეს საქართველოში ათასზე მეტი მოქმედი ეკლესიაა, ყოფილი ათეისტები და „ნეიტრალური მოქალაქეები" მტკიცე მორწმუნეებად გადაიქცნენ. რელიგიურმა დღესასწაულებმა წარმატებით შეცვალეს კომუნისტური ეპოქის დღესასწაულები და მათზე დასწრება ისევე სავალდებულოა, როგორც ადრე იყო. უარის თქმა არ შეიძლება, რადგან ეს ახლობელ ადამიანებში კი ეჭვს გამოიწვევს. საქართველოში რელიგიასთან მიმართებით ხუმრობა არ შეიძლება, რადგან არაა გამორიცხული, რომ საზოგადოებისაგან გაირიყო.



ამის მიუხედავად, საქართვლოში მაინც საკმაოდ ძლიერაა განვიტარებული ხელისუფლების დემოკრატიული ინსტიტუტები. შევარდნაძისა და სააკაშვილის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ ქვეყანაში ისევე დამკვირდა სიტყვები „დემოკრატია" და „ადამიანის უფლებები", როგორც ადრე დოგმა „ღმერთის სამსახოვნება" იყო დამკვიდრებული.



ამასთან, ჩვეულებრივი საშუალოსტატიკური ქართველის ცნობიერება დღეს გაორებულია როგორც არასდროს: ერთი მხრივ, იგი ეკლესიას უმაღლეს ჭეშმარიტ ინსტანციად აღიარებს, ეკლესია კი ყოველ ქართველს მოუწოდებს, რომ სიკეთე პიროვნების თავისუფლებაში კი არაა, არამედ მორჩილებასა და თვინიერებაში; მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი „ახალი ქართული ეკლესია" (ცნობიერებაზე მისი გავლენის თვალსაზრისით) - ესაა ევროინტეგრაცია და დემოკრატიული ფასეულობები.



როგორც წესი, ამ ორი რელიგიის შეურიგებლობის გაცნობიერება არ ხდება, რის გამოც საშუალო ქართველის გონებაში არსებობს რწმენა იმისა, რომ „დემოკრატია სავალდებულოა" და იმისაც, რომ წინაპრების ტრადიციების საწინააღმდეგო რაც არის, ის უნდა განადგურდეს. ეს კონფლიქტი ყოველწლიურად ძლიერდება: საქართველოში სულ უფრო ხსირად გაიგონებთ ფარაზებს - „ქართველებს ტრადიციებს გვართმევენ", „ქართველობას გვაკარგვინებე" და ასე სემდეგ. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, არავინ იცის. ალბათ, სწორედ ამიტომაც ბოლო წლებში ქართული ეკლესია თვითმყოფადობის ერტაერთ სიმბოლოდ გადაიქცა, ანუ რაც უნდა დაიცვა და შეინარჩუნო.



ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილისეული „უცნაური" და არეულ-დარეული „თავისუფლების" დროს, როცა იგი დასავლური დემოკრატიის დამკვიდრებას უკიდურესად აღმოსავლური მეთოდებით ცდილობდა, ქართველებმა მყუდრო საყრდენი კათოლიკოს-პატრიარქის კეთილ ღიმილში იპოვეს, რომლის რეიტინგი უკვე მერამდენე წელია პოლიტიკოსების რეიტინგს განუსაზღვრელად აღემატება.



ამიტომაც დღეს ქართველ ღვთისმსახურთა უფლებები შეუძღუდავია: მათი ავტორიტეტის წინაშე უკან იხევს პოლიცია, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლებაც კი. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის შეთანხმებით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია „სსხვა კონფესიებტან სედარებით განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობს". სახელმწიფომ ეკლესიას დიდი მიწები გადასცა, ყოველწლიურად კი 25 მილიონიან სუბსიდიას აძლევს. რასაკვირველია, ეკლესია გადასახადებს არ იხდის. შეიძლება ითქვას, რომ ილფისა და პეტროვის ცნობილი რომანის „12 სკამის" პერსონაჟთა ოცნება „სანთლების პატარა ქარხნის აშენების" შესახებ საქართველოში უკვე განხორციელდა, მაგრამ ეს ქარხანა პატარა სულაც არ არის', - ნათქვამია პუბლიკაციაში.





 


(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016