უცნაური ქორწილი ინდოეთში - ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი 18 წლის მანგლი მუნდა ცოლად უსახლკარო ძაღლს გაჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით სოფლის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რიტუალი მათ გარემომცველი ბოროტებისგან დაიცავს.
გოგონას მშობლები საკუთარი ქალიშვილის ქორწინების წინააღმდეგი არ ყოფილან.
ადგილობრივმა უხუცესმა ახალგაზრდა მანგლი მანდას მშობლები დაარწმუნა, რომ მათ გოგონას უარყოფითი ენერგია ჰქონდა და მამაკაცთან ქორწინება ოჯახისა და მთლიანად სოფლის დანგრევით დასრულდებოდა.
ძაღლი გოგონას მამამ ქუჩაში იპოვა და სახლში მიიყვანა. მანგლი, რომელსაც არასდროს უსწავლია სკოლაში, ამბობს, რომ ძაღლზე გათხოვება სულაც არ სურდა, თუმცა მშობლებმა დაარწმუნეს, რომ ამგვარად საკუთარ ბედს შეცვლიდა.
საქორწინო ცერემონია ყველა ტრადიციის დაცვით ჩატარდა. ძაღლი ქორწილში მძღოლმა ავტომობილით მოიყვანა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
(წყარო: cp.ge)