reportiori.ge - საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელებისათვის ვიზის გაცემა შეიზღუდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:48
საზოგადოება
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელებისათვის ვიზის გაცემა შეიზღუდება
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 15:13

ცნობილი გახდა, რომ უცხოელ სტუდენტებს ამიერიდან საქართველოს ვიზის აღება იმ ქვეყანაში მოუწევთ, სადაც საქართველოს საკონსულოა, რაც „საქართველოს უნივერსიტეტის" წარმომადგენლის კოკა თოფურიას თქმით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების ნაკადის მნიშნელოვან შემცირებას გამოიწვევს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც დააზარალებს.

როგორც თოფურია აცხადებს, მხოლოდ ამ ერთი უნივერსიტეტის შემთხვევაში, ქვეყანა 4 მილიონ დოლარს კარგავს, რადგან უნივერსიტეტს მიმდინარე წელს 400  უცხოელი სტუდენტი უნდა ჩამოეყვანა, რაც  ახლა უკვე შეუძლებელია. მისი განცხადებით, საქართველოში ძირითადად ის სტუდენტები ჩამოდიან, სადაც ქართული საკონსულო არაა, ამიტომ მათ  ვიზისთვის სხვა ქვეყანაში ჩასვლა და ლოდინი უწევთ, რასაც ან იღებენ, ან არა.

საჭიროა თუ არა არსებობდეს საქართველოში ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამ საშიშროების აღკვეთას შეძლებს და უნდა ამკაცრებდეს თუ არა ხელისუფლება ყველა საერთაშორისო სტუდენტის მიმართ სავიზო რეჟიმს, „რეპორტიორი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც „რეპორტიორს" სამინისტროში განუცხადეს, ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა სტუდენტებთან დაკავშირებით კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს, ჯერ-ჯერობით არ იციან.   

გიორგი ტაბატაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი: ჯერ-ჯერობით ვიზები ისევ ისე გაიცემა, როგორც ადრე. ეს პრობლემა ჩვენთვისაც ცნობილია. რამდენიმე დღის წინ პირადად შევხვდი პროფესიული დაწესებულებების ხელმძღვანელებს და ამ პრობლემებზე ვისაუბრეთ. როდესაც სასწავლებლები სტუდენტებს იწვევენ, გაიცემა ვიზა. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ჩამოსულია საქართველოში, მაგრამ საერთოდ არაა გამოცხადებული სასწავლებელში. ისეც ხდება, რომ სასწავლებლებში აღარ სწავლობენ, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. შემოაქვთ საბუთები თითქოს სასწავლებლად მოდიან, ჩამოსვლის შემდეგ კი სხვა მიზეზებს ასახელებენ. ყოფილა შემთხვევა, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლის მსურველს, საცხოვრებლად საკმარისი თანხა არ აღმოჩენია. თანაც ეს მაშინ, როდესაც სასწავლებელი სტუდენტს საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყოფს. საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლის მსურველისათვის ვიზის მიცემაზე გადაწყვეტილებას იმის შემდეგ მივიღებთ, როდესაც გავარკვევთ კონკრეტული ადამიანი მართლა სასწავლებლად ჩამოდის თუ არა.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი: არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე. ვისაც სწავლა უნდა, ის მოძებნის გზას და საშუალებას. სტუდენტის სტატუსი, უცხოელ სტუდენტებს საქართველოში მაქსიმალურად გამარტივებული მომსახურების შესაძლებლობას აძლევს. სადაც საქართველოს საკონსულო არაა, იქ არის რაღაც ტიპის წარმომადგენლობა, ან რომელიმე სხვა ქვეყნის საშუალებით ხერხდება სავიზო პრობლემების მოგვარება. მართებულად არ მიმაჩნია  ამ პრობლემის დრამატიზება. მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ალბათ, ასეთი შეზღუდვები დროებითია, ან მათი რეგულაცია სხვა მექანიზმებითაც ხერხდება. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არა თუ ხელი შეეშალოს, არ დაბრკოლდეს არც ერთი მსურველი, ვისაც ჩვენს ქვეყანაში  უმაღლესი განათლების მიღება სურს.

შეგახსენებთ, უცხოელი სტუდენტების  საქართველოში შემოდინება  10 წლის წინ დაიწყო  და  თითოეული მათგანი  უმაღლეს   სასწავლებლებს საშუალოდ 2500 დოლარს უხდიდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016