reportiori.ge - ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო საბოლოოდ წინსვლას მიაღწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:08
პრეს-დაიჯესტი
ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო საბოლოოდ წინსვლას მიაღწევს
ავტორი:
09 სექტემბერი, 2014. 10:56

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენების შესახებ მოულოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებას აქვს პოტენციური ძალა შეცვალოს საქართველოს ურთიერთობა ევროპასა და აშშ-თან. გარდა ამისა, შესაძლებელია ადგილობრივი პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქება",- წერს ლინკოლნ მიტჩელი სტატიაში „საქართველოსა და სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების შეჯამება".


მიტჩელი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ღრმა რწმენით, სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არსებობს ბრალდებების ოფიციალურად წასაყენებლად და მის დამნაშავედ ცნობისთვისაც კი, თუმცა მათი უმრავლესობა აცნობიერებდა იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლებით ბრალდების წარდგენას ახლდა.


იმ დროისთვის, როცაქართული ოცნება" არჩევნების გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა კრიმინალურ რეჟიმს, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამართლებული და საჭირო იყო საქართველოში კანონის უზენაესობის აღსადგენად. მიუხედავად ამისა, დასავლეთში მავანნი კვლავაც ვერ აცნობიერებენ ამ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შესახებ. რასაკვირველია, სისხლის სამართლის საკითხები არ უნდა განიხილებოდეს საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე, თუმცა სისულელე იქნებოდა იმის არაღიარება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი.

 

ასევე თითქმის ცხადია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენების გადაწყვეტილება გაკეთდა ხელისუფლების უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე პროკურატურა. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები წამოყენებული იყო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ის ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებებში, თუმცა, ხელისუფლებას ამ სკანდალური გადაწყვეტილებისაკენ საზოგადოების სურვილმა უბიძგა ",- ნათქვამია სტატიაში.


ლინკოლ მიტჩელი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელს სააკაშვილის მიმართ ბრალდებების შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან და, ზოგადად, დასავლეთთან პრობლემების შექმნის გამო განსხვავებული აზრი ჰქონდა, მთავრობის სხვა წევრები კი შეშფოთებულნი იყვნენ დასავლეთის რეაქციით, თუმცა ისინი არანაკლებ შეშფოთებულნი იყვნენ უკანონობის ატმოსფეროს ხელშეწყობის გამოც, რომელსაც ადგილი ექნებოდა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების წაუყენებლობის შემთხვევაში.


სტატიის მიხედვით, დასავლეთში გაჟღერდა განსხვავებული მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებების წარდგენა პრეცედენტს შექმნის.


დამატებითი და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც მავანნი დასავლეთში არიან შეშფოთებულნი, არის ის, რომ ყოველივე ეს აიძულებს მათ, გადახედონ და ხელახლა გააანალიზონ თავიანთი შეხედულება სააკაშვილზე. სააკაშვილმა ათწლეულის დიდი ნაწილი გაატარა საკვანძო დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობების დამყარებაში. დროთა განმავლობაში ეს ურთიერობები უფრო მემარჯვენეობისკენ გადაიხარა, თუმცა სააკაშვილი ისევ პოპულარული იყო დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ელიტარულ წრეებში. სააკაშვილმა უზრუნველყო კეთილგანწყობა, რისთვისაც გამოიყენა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა, კორუფციის წინაამდეგ ბრძოლაში შესანიშნავი შედეგები მმართველობის ადრეულ ეტაპზე, თავისი პირადი შარმი , ინტელექტი და გაუთავებელი, ძვირადღირებული აგრესიული სტრატეგია საზოგადოებრივ ურთიერთობებში",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.



ლინკოლნ მიტჩელი წერს, რომ მეგობრის დაკავებასთან, თუნდაც სავარაუდოდ დამნაშავე მეგობრის დაკავებასთან დაკავშირებით გაბრაზება საქართველოში თავისთავად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუკი, როგორც ვარაუდობენ, სააკაშვილის სამართალში მიცემა საფრთხის ქვეშ დააყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, მაშინ ეს პარლამენტარები, სენატორები და სხვანი აყენებენ თავიანთ ამპარტავნებას იმ პრინციპებზე მაღლა, რომელთა დასაცავად, ერთი მხრივ, ევროკავშირი და აშშ და, მეორე მხრივ, საქართველო იბრძვიან ამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.


ამ მხრივ, დასავლელ ლიდერებმა, ევროპის სახალხო პარტიის ჩათვლით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდნენ, არის თუ არა პირადად სააკაშვილის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. გარდა ამისა, მათთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკის უფრო სიღრმისეული გაგება",- ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ხელშეუხებლობის მოთხოვნის დასავლური ზეწოლისა და ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოქმედების დეტალური და ზედმიწევნითი განხილვის გამო, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია თავი აარიდოს ნებისმიერი შეცდომას და არასათანადო მოპყრობას ამ საქმესთან დაკავშირებით.

 

სააკაშვილი შეიძლება იყოს დამნაშავე, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს სასამართლოში. დღეს კი არ არსებობს გაქცევის რისკი, რადგანაც ყოფილი პრეზიდენტი უკვე წასულია ქვეყნიდან, რაც ძირს უთხრის ამ წინასწარი პატიმრობის ლოგიკურობას",- წერს სტატიის ავტორი.


ერთი წლის წინ სააკაშვილმა განიცადა სტაგნაცია მოუხერხებელ და არაპროდუქტიულ კოჰაბიტაციის პერიოდში, რადგანაც მისი პრეზიდენტობის ვადა ჯერ არ იყო ამოწურული, როცა ქართული ოცნება უკვე მართავდა ქვეყანას. მისი პარტია მიექანებოდა დამარცხებისაკენ საპრეზიდენტო  არჩევნებში. ასე რომ, სააკაშვილი უკვე ეძებდა თბილ ადგილს და საბოლოოდ დათანხმდა თანამდებობაზე აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტში. 2014 წელს ევრომაიდანის მოვლენებმა, რომლებსაც მოჰყვა რუსეთის აგრესია უკრაინაში, სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, გამოეყენებინა თავისი ცნობილი უნარები მედიასთან ურთიერთობებში და ხმამაღალი რიტორიკა პუტინის წინააღმდეგ, რომელთაც ხშირად იყენებდა კომენტარებში ამ კონფლიქტის შესახებ. ამ ბრალდებებმა მისცა სააკაშვილს შესაძლებლობა, მოეხდინა თავისი პოზიციის რეაბილიტაცია, რომელიც ყოველთვის იყო ნეოკონსერვატიული ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს. ახლა მას შეუძლია, წარდგეს, როგორც ბრაზმორეული და შურისმაძიებელი საქართველოს ხელისუფლების მსხვერპლი და ქვეყნიდან ნახევრად გაძევებული ლიდერი, რომელიც ელოდება დაბრუნების შესაძლებლობას. ეს კი ვერ იქნებოდა ქართული ოცნების მიზანი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებისას, თუმცა მათთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო ასეთი სცენარის განვითარება. ცხადია, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებების წაყენებამ ბევრი პრობლემა შეუქმნა თბილისს. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო საბოლოოდ წინსვლას მიაღწევს. ამის გაცნობიერება და სამართლიანი სასამართლო პროცესის მოთხოვნა, ნაცვლად ქართული ხელისუფლების ნაჩქარევი განკითხვისა და დაგმობისა, დაეხმარებოდა საქართველოს ჭეშმარიტ მეგობრებს ამ მოვლენებზე რეაგირებაში",- ნათქვამია სტატიის დასასრულს.




http://www.euractiv.com/sections/europes-east/georgia-and-saakashvili-criminal-charges-conundrum-308257


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016