„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" დღეის მდგომარეობით დაახლოებით 25 მილიონამდე ოდენობის დავალიანება აქვს. აქედან 15 მილიონი სახელმწიფო ვალია, ამ 15 მილიონში კი 8 მილიონი არის საურავების სახით დაგროვილი დავალიანება.
კომიტეტმა დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2013 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილა.
„არხზე მიმდინარეობს გარდაქმნის პროცესი. გარდაქმნის პროცესს სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. პირველი - ეს არის სრულფასოვანი სტრატეგიის შემუშავება, სტრუქტურული რეფორმები და იმ კადრების აყვანა, რომელიც სტრატეგიას განახორციელებს", - აცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი.
(მოამზადა ანა ნოდიამ)