reportiori.ge - 11-13 სექტემბერს თბილისში ლიტერატურის ფესტივალი „ლიტ ტური“ ტარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:22
კულტურა
11-13 სექტემბერს თბილისში ლიტერატურის ფესტივალი „ლიტ ტური“ ტარდება
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 10:47


ფესტივალის ძირითადი ნაწილი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, ხოლო ოფიციალური გახსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება 11 სექტემბერს, 19:30 საათზე.



ფესტივალი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და მიზნად ისახავს მწერლების, გამომცემლების, ლიტერატურული აგენტებისა და კრიტიკოსების შეკრებას თბილისში, რათა ქართველი მწერლები გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, ტენდენციებს და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფესტივალი შექმნის ლიტერატურულ პლატფორმას, მასში მონაწილე კავკასიელი, აზიელი, ევროპელი და ქართველი გამომცემლების, ავტორების, ლიტერატურული აგენტების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის შეხვედრებისა და დისკუსიების მოსაწყობად. ეს მულტიკულტურული, მულტიპროფესიონალური ღონისძიებები კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის განვითარებას და მის პოპულარიზაციას გლობალური მასშტაბით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის განვითარებას და პოპულარიზაციას დასავლეთში.


"ლიტ ტური" ჩატარდება ყოველწლიურად, რაც საქართველოს მოამზადებს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად.



ფესტივალის მხარდამჭერები არიან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, Georgian American Alloys, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქათული წიგნის ეროვნული ცენტრი, Hungarian Books and Translations Office, Literature Across Frontiers, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, არტარეა, გამომცემლობა სიესტა, მწერალთა სახლი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის მუზეუმი, რადიო "შოკოლადი", Energy Solutions და GreenNet.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016