reportiori.ge - პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:08
კულტურა
პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში“ პრეზენტაცია გაიმართა
10 სექტემბერი, 2014. 14:50


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ხელოვნების სასახლეს (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს) ეწვია.



მინისტრმა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებთან ერთად დაათვალიერა სიძველეთსაცავის უნიკალური ფონდები, იშვიათი ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები და ძვირფასი ტილოები, მათ შორის ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის შედევრები.



მიხეილ გიორგაძე დაესწრო, ასევე, პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში" პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აგვისტოში ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს დღემდე უცნობი უნიკალური დოკუმენტების დიდი კოლექცია გადასცა.



კოლექცია მოიცავს 1649-1798 წლებში ინგლისურ პრესაში დაბეჭდილ ცნობებს საქართველოსა და მეფე ერეკლეს შესახებ. 500-ზე მეტი ბეჭდვითი ასლი ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვან ცნობებს აერთიანებს, პერიოდულ პრესაში აღწერილია მეფე ერეკლეს რამდენიმე გმირული ბრძოლა, განსაკუთრებით ხაზგასმულია მისი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში და ა.შ. დოკუმენტების კოლექცია ასევე მოიცავს ცნობებს XVIII - XIX საუკუნეების საქართველოს შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცნობი წყაროების თარგმნა ქართულ ენაზე და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016