reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:25
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
10 სექტემბერი, 2014. 21:25


მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.  წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობიოლეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა. კერძოდ, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

 

 

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

 

წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016