კულტურა
22 სექტემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
11 სექტემბერი, 2014. 11:24
ლიტერატურული პრემია „საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება 22 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონია 22:00 საათზე დაიწყება.
ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციის მიხედვით გამოავლენს და „საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოებს. საპრემიო ფონდი შეადგენს 44 ათას ლარს. გამარჯვებულ ავტორებს „საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი - „თიბისი ბანკი" გადასცემს.
წელს დაჯილდოება განსხვავებული კონცეფციით მზადდება - „თიბისი ბანკი" საზოგადოებას სპეციალურად „საბას" დაჯილდოებისთვის შექმნილ ექსკლუზიურ პროექტს წარუდგენს.
კონკურსში მონაწილე 338 კონკურსანტიდან ჟიურიმ 47 საუკეთესო წიგნი 2 თვის წინ დაასახელა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50